ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია - ხარისხისა და ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, პროცესში ამპელოგრაფები არიან ჩართულნი

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია: საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონაა, ჯიშობრივი სიზუსტის დასაცავად პროცესში ამპელოგრაფები ჩაერთნენ, ხოლო კომპანიები ყურძნის არანაკლებ 8 ლარად ჩაბარებისას სახელმწიფოსგან 4-ლარიან სუბსიდიას იღებენ.

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია - ხარისხისა და ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, პროცესში ამპელოგრაფები არიან ჩართულნი
რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია - ხარისხისა და ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, პროცესში ამპელოგრაფები არიან ჩართულნირუსთავი 2

სოფლები ტოლა და წესი რაჭის იმ დასახლებებს შორისაა, სადაც რთველი აქტიურ ფაზაშია. იკრიფება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი. მევენახეები მოსავალს რიონის მარჯვენა სანაპიროს თემებში გახსნილ პუნქტებში აბარებენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, 145 ტონა ყურძენია გადამუშავებული. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე კეთდება. მიზანი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაა. "რაჭა" და "ხვანჭკარა" - ადგილწარმოშობის ღვინოებს უკვე მსოფლიო იცნობს და არაერთ საერთაშორისო ბაზრებზეა წარმოდგენილი.

ხარისხისა და ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ამპელოგრაფები არიან ჩართულნი. სპეციალისტები ჩასაბარებელ ყურძენს ყველა პუნქტზე ამოწმებენ. იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსავალთან სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანილი ყურძნის შერევა გამოირიცხოს, განსაკუთრებული ყურადღება ჯიშების იდენტიფიცირებას ექცევა.

რაჭა-ლეჩხუმში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია. ამოქმედებულია სუბსიდირების პროგრამა - კომპანიები, რომლებიც მევენახეებს ყურძენში არანაკლებ 8 ლარს უხდიან სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით კილოგრამზე 4 ლარს იღებენ. საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში ამოქმედდა.

რთველი აქტიურად გრძელდება კახეთშიც, სადაც ბოლო მონაცემებით, 270 000-ზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული. წელს ღვინის სამშობლოში რეკორდული რაოდენობის მოსავალი ბინავდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?