ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

WSJ: პუტინს უკრაინის საკითხზე შეთანხმების განსახილველად ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრა სურს

The Wall Street Journal-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს უკრაინის საკითხზე სამმხრივი სამიტის გამართვა შესთავაზა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე იგეგმება. კრემლში შეხვედრის ჰიპოთეტური შესაძლებლობა დაადასტურეს.

WSJ: პუტინს უკრაინის საკითხზე შეთანხმების განსახილველად ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრა სურს
WSJ: პუტინს უკრაინის საკითხზე შეთანხმების განსახილველად ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრა სურსიმედინიუსი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს სამმხრივი სამიტის გამართვა შესთავაზა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, კრემლის ლიდერს შეხვედრის უკვე მომავალ თვეში ჩატარება სურს.

„ეს გეგმა არის პუტინის მცდელობა, ისარგებლოს ტრამპთან ურთიერთობის დათბობით, რამაც შეშფოთება გამოიწვია უკრაინასა და მის მოკავშირეებში ვაშინგტონსა და ევროპაში. ასეთი სამიტი - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე - უპრეცედენტო იქნებოდა და განგაშს გამოიწვევდა ევროპის დედაქალაქებსა და მათ ფარგლებს გარეთ“, - წერს WSJ.

რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ცნობით, რომელიც ამ საკითხს იცნობს, პუტინმა ეს იდეა ტრამპთან 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას წამოაყენა. ამავე საუბრის შედეგად მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის მიერ რუსული დიზელის საწვავის შესყიდვასა და მსოფლიო ბაზარზე მისი გაყიდვის ხელშეწყობაზე.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო გაგება თავად შეხვედრის ან მისი შესაძლო დღის წესრიგის შესახებ, თუმცა სამივე მხარე აღიარებს ასეთი შეხვედრის ჩატარების ჰიპოთეტურ შესაძლებლობას“, - განუცხადა მან WSJ-ს.

აშშ-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტრამპს ჯერ არ მიუცია თანხმობა ასეთი სამიტის ჩატარებაზე. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა შესაძლოა დადებითად მიიღოს ეს იდეა, ვინაიდან მას ომის დასრულების შესახებ წინასაარჩევნო დაპირების შესრულება სურს.

გამოცემის წყაროების ცნობით, კრემლმა სამმხრივი დიალოგის გამართვა აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) მომავალი სამიტის ფარგლებში შესთავაზა, რომელიც 18-19 ნოემბერს ჩინეთის სამხრეთით მდებარე ტექნოლოგიურ ცენტრ შენჟენში გაიმართება.

„პოტენციური სამმხრივი დიალოგი ჩინეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სი ძინპინისთვის, რომელიც ცდილობს გააძლიეროს ჩინეთის, როგორც გავლენიანი დიპლომატიური შუამავლის როლი“, - აღნიშნავენ ჩინეთის შემსწავლელი ანალიტიკოსები.

რუსმა ჩინოვნიკებმა ეს იდეა პეკინს დიპლომატიური არხებით მიაწოდეს და ჩინურმა მხარემ მიანიშნა, რომ არ ექნება წინააღმდეგობა, თუ ტრამპიც შეუერთდება - აცხადებენ მოსკოვსა და პეკინს შორის გამართულ ბოლო მოლაპარაკებებთან ახლოს მყოფი სხვა წყაროები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს გეგმა არის პუტინის მცდელობა, ისარგებლოს ტრამპთან ურთიერთობის დათბობით, რამაც შეშფოთება გამოიწვია უკრაინასა და მის მოკავშირეებში ვაშინგტონსა და ევროპაში. ასეთი სამიტი - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე - უპრეცედენტო იქნებოდა და განგაშს გამოიწვევდა ევროპის დედაქალაქებსა და მათ ფარგლებს გარეთ“
„ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო გაგება თავად შეხვედრის ან მისი შესაძლო დღის წესრიგის შესახებ, თუმცა სამივე მხარე აღიარებს ასეთი შეხვედრის ჩატარების ჰიპოთეტურ შესაძლებლობას“
„პოტენციური სამმხრივი დიალოგი ჩინეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სი ძინპინისთვის, რომელიც ცდილობს გააძლიეროს ჩინეთის, როგორც გავლენიანი დიპლომატიური შუამავლის როლი“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი უკრაინაზე - ჩვენ მათ სადაზვერვო ინფორმაციას ვუზიარებთ, ჩვენ მათ ვეხმარებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები