შალვა პაპუაშვილი - თუ არ ვცდები, 3 მილიონზე მეტი იყო გამოყოფილი პატრიარქის დაკრძალვის პროცესისთვის, 700 000 იქნა მთლიანად ათვისებული - კორუფცია რომ ყოფილიყო, გადაჭარბებითაც იქნებოდა ათვისებული
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონიდან 700 000 ლარი აითვისეს, რაც კორუფციას გამორიცხავს. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დავით ოქიტაშვილის მიმართვას პროკურატურისადმი, ყოფილი კულტურის მინისტრის მიერ თანხების განკარგვის შესწავლაზე.

თუ არ ვცდები, 3 მილიონზე მეტი იყო გამოყოფილი დაკრძალვის პროცესისთვის. თუ არ ვცდები, 700 000 იქნა მთლიანად ათვისებული. ასე რომ, იქ რომ ვინმეს კორუფციის სურვილი ჰქონოდა, ის 3 მილიონსაც გაწვდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პროკურატურას „ფეისბუქ-პოსტით“ მიმართა და ყოფილი კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების განკარგვის შესწავლა მოითხოვა.
პაპუაშვილის თქმით, თანხა დაიზოგა, ხოლო „კორუფცია რომ ყოფილიყო, გადაჭარბებითაც იქნებოდა ათვისებული“.
„პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ამომწურავი პასუხი გასცა, მარტივი რიცხვების მოყვანით. თუ არ ვცდები, იყო 3 მილიონზე მეტი გამოყოფილი დაკრძალვის პროცესისთვის. თუ არ ვცდები, 700 000 იქნა მთლიანად ათვისებული. ასე რომ, იქ რომ ვინმეს კორუფციის სურვილი ჰქონოდა, ის 3 მილიონსაც გაწვდებოდა.
თავად ამ პოსტის ავტორიც თავისივე განცხადებით ამას არ ამტკიცებს, თქვა ეჭვი, შემდეგ თქვა, რომ თუ აგვიხსნით, ბოდიშსაც მოვიხდიო.
ბატონმა პრემიერმა, ამომწურავად, რიცხვებით აჩვენა, რომ იქ შეუძლებელია საერთოდ კორუფციაზე გქონდეს საუბარი, როდესაც თანხები დაზოგილი არის. კორუფცია რომ ყოფილიყო, გადაჭარბებითაც იქნებოდა ათვისებული. როდესაც ასეთ თემას ვეხებით, ვფიქრობ არ ღირს, რომ ეს იყოს სისტემა, სადაც სპეკულირება მოხდება ბრალდებებით და რაღაც მოსაზრებებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„კორუფცია რომ ყოფილიყო, გადაჭარბებითაც იქნებოდა ათვისებული“
„პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ამომწურავი პასუხი გასცა, მარტივი რიცხვების მოყვანით. თუ არ ვცდები, იყო 3 მილიონზე მეტი გამოყოფილი დაკრძალვის პროცესისთვის. თუ არ ვცდები, 700 000 იქნა მთლიანად ათვისებული. ასე რომ, იქ რომ ვინმეს კორუფციის სურვილი ჰქონოდა, ის 3 მილიონსაც გაწვდებოდა. თავად ამ პოსტის ავტორიც თავისივე განცხადებით ამას არ ამტკიცებს, თქვა ეჭვი, შემდეგ თქვა, რომ თუ აგვიხსნით, ბოდიშსაც მოვიხდიო. ბატონმა პრემიერმა, ამომწურავად, რიცხვებით აჩვენა, რომ იქ შეუძლებელია საერთოდ კორუფციაზე გქონდეს საუბარი, როდესაც თანხები დაზოგილი არის. კორუფცია რომ ყოფილიყო, გადაჭარბებითაც იქნებოდა ათვისებული. როდესაც ასეთ თემას ვეხებით, ვფიქრობ არ ღირს, რომ ეს იყოს სისტემა, სადაც სპეკულირება მოხდება ბრალდებებით და რაღაც მოსაზრებებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.