პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი ევრობიუროკარტების ორმაგ სტანდარტზე: ჩვენი მყარი პოზიციონირებით იმედია ოდესმე მივიღებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის უფლებას იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში ევროპელი პარტნიორები ერთხელ და სამუდამოდ სცემენ პატივს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ალბანეთის პროტესტზე ევროკომისიის რეაქციის შეფასებისას განაცხადა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სუვერენიტეტსა და მშვიდობიან გარემოში ცხოვრების უფლებას.

ნინო წილოსანი ევრობიუროკარტების ორმაგ სტანდარტზე: ჩვენი მყარი პოზიციონირებით იმედია ოდესმე მივიღებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის უფლებას იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში ევროპელი პარტნიორები ერთხელ და სამუდამოდ სცემენ პატივს
იმედინიუსი

ჩვენი მყარი პოზიციონირებით იმედია ოდესმე მივიღებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის უფლებას იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში ევროპელი პარტნიორები ერთხელ და სამუდამოდ სცემენ პატივს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა ალბანეთში მიმდინარე პროტესტო აქციებთან დაკავშირებით ევროკომისიის შეფასებაზე საუბრისას.

მისი თქმით, დემოკრატიებში ასეთ ძალადობრივ დემონსტრაციებს და მსგავსი გადატრიალების მცდელობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„ფაქტი ერთია, დემოკრატიებში ასეთ ძალადობრივ დემონსტრაციებს და მსგავსი გადატრიალების მცდელობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თუ ალბანეთის შემთხვევაში ისინი სწორ პოზიციას იჭერენ, ალბათ ჩვენი მყარი პოზიციონირებით და პირდაპირი მოწოდებებით იმედია ოდესმე მივიღებთ იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ჩვენი ქვეყნის უფლებას იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში ევროპელი პარტნიორები ერთხელ და სამუდამოდ სცემენ პატივს“, - განცხადა ნინო წილოსანმა.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ალბანეთში საპროტესტო აქციების დროს ძალადობას გმობენ. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციების დროს ძალადობა, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტები, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმები და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურება შემაშფოთებელია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
როდესაც ძალადობა მათივე ქვეყნების ქუჩებში ხდება, შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებულია - ნინო წილოსანი ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტზე საუბრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები