ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის" - ევროკომისია ალბანეთში მომხდარ ფაქტებს გმობს

ქართული ოცნება

ევროკომისია ალბანეთში სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებსა და ძალადობას გმობს, პარალელურად კი „ქართული ოცნება“ ევროპაში მიმდინარე აქციების ფონზე დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის" - ევროკომისია ალბანეთში მომხდარ ფაქტებს გმობს
"დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის" - ევროკომისია ალბანეთში მომხდარ ფაქტებს გმობსრუსთავი 2

ევროპაში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ როცა საფრანგეთის, ბელგიისა და იტალიის ქალაქების მსგავსი მოვლენები თბილისის ცენტრში ვითარდებოდა, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ევრობიუროკრატიამ ანტიდემოკრატიულად შეაფასა, თუმცა ახლა საკუთარ თავზე გამოცადა მომიტინგეების მხრიდან ძალადობა და ანტიდემოკრატიულ ქმედებას აღარავინ ახსენებს.

უფრო მეტიც, ევროკომისია ალბანეთში მიმდინარე მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება. ბრიუსელი გმობს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებასა და საჯარო თუ კერძო ქონების განადგურებას.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობას ადგილი არ აქვს და მასზე რეაგირება კანონის ფარგლებში, პროპორციულად უნდა განხორციელდეს.

"ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებსა და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის, მასზე რეაგირება კი კანონის ფარგლებში და პროპორციული უნდა იყოს. პასუხისმგებელი პირები კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად უნდა დაისაჯონ. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ღირებულებებია, რაც პატივისცემას იმსახურებს და რომელთა რეალიზებაც მშვიდობიანად უნდა მოხდეს", - განაცხადეს ევროკომისიაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებსა და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის, მასზე რეაგირება კი კანონის ფარგლებში და პროპორციული უნდა იყოს. პასუხისმგებელი პირები კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად უნდა დაისაჯონ. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ღირებულებებია, რაც პატივისცემას იმსახურებს და რომელთა რეალიზებაც მშვიდობიანად უნდა მოხდეს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: შეძლებიათ თურმე ძალადობის დაგმობა. დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები