ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

„გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს“ – მუნიციპალური განვითარების ფონდი ძეგლის დაზიანებაზე

მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს, რომ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქ. №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორმა კომპანია „საბა კონსთრაქშენმა“ ჩუქურთმა ნებართვის გარეშე მოანგრია. ფონდი მასალებს საგამოძიებო ორგანოებს უგზავნის. თავის მხრივ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს და ადგილზე მიმდინარეობს ზედაპირის მომზადება ავთენტური ფიგურის განსათავსებლად.

„გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს“ – მუნიციპალური განვითარების ფონდი ძეგლის დაზიანებაზე
„გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს“ – მუნიციპალური განვითარების ფონდი ძეგლის დაზიანებაზებათუმელები

მუნიციპალური განვითარების ფონდი ძეგლის დაზიანებაზე მასალებს „საგამოძიებო ორგანიებს“ უგზავნის, კმდს კი აცხადებს, რომ პრობლემას ვერ ხედავს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს, რომ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 9 ნომერში მდებარე, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებულ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე ჩუქურთმის მონგრევის უფლება კონტრაქტორ კომპანიას, „საბა კონსტრაქშენს“ არ ჰქონდა და ფონდი ამზადებს მასალას, რათა საგამოძიებო ორგანოს მიმართოს.

„ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია “საბა კონსთრაქშენის” მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა.

ფონდისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის ჩარევა კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით.

პირველადი მოკვლევის შედეგად, კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა შენობაზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ამზადებს ყველა შესაბამის მასალას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოს შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე სათანადო სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის.

პარალელურად, ფონდის ზედამხედველობის სამსახური დეტალურად სწავლობს ობიექტზე არსებულ ვითარებას. შემდგომი სამუშაოები განხორციელდება მხოლოდ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების სრული დაცვით.

მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უპირობო პრიორიტეტია.

ფონდი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა დადგინდეს მომხდარზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი და უზრუნველყოფილი იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შემდგომი სამუშაოების კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელება“, – აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

ფონდისგან განსხვავებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ფაქტობრივად პრობლემა ვერ დაინახა. დღეს, 17 სექტემბერს, სააგენტომ „ბათუმელებს“ სტატიის გამოქმეყნების შემდეგ წერილობით უპასუხა და კომპანიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდა და ზედაპირის მომზადება, რათა შესაბამის ადგილას, სრული ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით, იმავე ტიპის ქვაში შესრულებული ფიგურა განთავსდეს.

რაც შეეხება ფასადზე არსებულ მეორე ფიგურას, დაგეგმილია მისი კონსერვაცია და აღდგენა. ადგილზე მუშაობს რესტავრატორი, რომელიც შესაბამის ზედაპირს ავთენტური სახის ფიგურის განსათავსებლად ამზადებს“, – მოგვწერეს სააგენტოდან.

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სახლს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს 1891 წელს აგებულ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.