პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე888 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეგიორგი კახიანი: ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში888 ჩანაწერი · 13 მედია

როგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ - დავით მათიკაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლო

დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მაშინ, როცა უკრაინასა და მოლდოვაში პარტიების აკრძალვას დემოკრატიად ნათლავენ, საქართველოში ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის სარჩელის შეტანის გამო ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამხედრდნენ.

როგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ - დავით მათიკაშვილი
რუსთავი 2

დასავლეთის დუმილი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში პარტიების აკრძალვაზე, მმართველი გუნდისთვის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურებაა.

2022 წლიდან მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაში, სხვადასხვა საფუძვლით ათეულობით პარტია აიკრძალა, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით ეს ქვეყნები არავის გაუკრიტიკებია. ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში საქმიანობის უფლება შეუწყდა 18, მოლდოვაში კი 2 პოლიტიკურ ძალას.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური და აგენტურით გაჯერებული პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, ევრობიუროკრატებმა პროცესის დისკრედიტაცია დაიწყეს.

"ჩვენ თვეების განმავლობაში ვაკვირდებით პროცესს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პარტიები იკრძალება, მედიასაშუალებები იყურება და ამ პროცესს ევრობიუროკრატია ნათლავს დემოკრატიულად, დემოკრატიის წინსვლად. არც ერთი მაკრიტიკებელი განცხადება ამ პროცესზე ჩვენ ევრობიუროკრატიიდან, ევრომაღალჩინოსნებიდან არ გაგვიგია.

ხოლო, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ და არაერთ გზის იყო მცდელობა მოეხდინათ ამ პროცესის დისკრედიტაცია.

ნათელია, რომ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს, რა თქმა უნდა, საქმე. ის, რაც არის იუპიტერისთვის დასაშვები, ხარისთვის ამის გაკეთება არ შეიძლება - ეს არის დღევანდელი ევრობიუროკრატიის მოქმედების პრინციპი. ამ პრინციპით მოქმედებენ ის ძალები, რომლებიც მართავენ მაღალჩინოსნებს ევროკავშირში და ყოველნაირი მცდელობა საქართველოში დააკნინონ უაღრესად დემოკრატიული, დემოკრატიის გაძლიერებისთვის მიმართული პროცესი, რაც პრინციპში აგენტურით გაჯერებული პარტიების აკრძალვას, ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული, ე.წ. პოლიტიკური სინამდვილეში კი, დამნაშავე ძალების პოლიტიკური სცენიდან, მათ სასამართლო წესით განდევნას გულისხმობს, მონათლულია არადემოკრატიულია", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით მათიკაშვილი: წლების განმავლობაში ვაკვირდებით პროცესს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პარტიები იკრძალება, მედიასაშუალებები იხურება და ამ პროცესს ევრო ბიუროკრატია ნათლავს დემოკრატიის წინსვლად
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი – სრულიად გამჭვირვალეა პარტიების აკრძალვის სამართლებრივი რეალიზაცია, რაც ცალკეული ძალების მიერ დიქტატორისკენ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული, ეს არის მტკნარი სიცრუეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები