შეძლებისდაგვარად დემონსტრაციებს ავკრძალავთ, რათა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავიცვათ მაღაზიები თუ საჯარო შენობები - ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ხელისუფლება დემონსტრაციებს შეძლებისდაგვარად აკრძალავს, რათა სიმშვიდე შეინარჩუნოს. მან არეულობებში ულტრამემარცხენე ჯგუფები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი რესპუბლიკის დამხობაა.

საფრანგეთის ხელისუფლება, აქციების გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. მასობრივი არეულობის შემდეგ, ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში დემონსტრაციები აიკრძალა. კვლავ ძალაშია კომენდანტის საათი.
დღეს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში ნებისმიერი სახის შეკრება იკრძალება. სტუდენტური და პროფკავშირის დაგეგმილი მსვლელობები აიკრძალა ლიონში, ლილში, გრენობლსა და რენშიც. პარალელურად, პრეზიდენტი მაკრონი ელისეს სასახლეში დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებთან განიხილავს, რატომ ვერ მოხერხდა ძალადობრივი მოვლენების წინასწარ გათვლა და პრევენცია.
ხელისუფლება არეულობების ორგანიზებასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ულტრამემარცხენე ჯგუფებს ადანაშაულებს. საფრანგეთის ძალოვანი უწყებები შაბათს დაგეგმილი მორიგი საყოველთაო მობილიზაციისთვის ემზადებიან.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს უახლოეს დღეებში დემონსტრაციები არ გამართონ.
"ზოგადი რეკომენდაციაა, რომ უახლოეს დღეებში დემონსტრაციები არ გაიმართოს. შესაძლებლობისამებრ, დემონსტრაციებს ავკრძალავთ, რათა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავიცვათ მაღაზიები თუ საჯარო შენობები. ვნახეთ სახელმწიფო წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომლებიც ორგანიზებული ულტრამემარცხენე ჯგუფების მიერ განხორციელდა. მათი მიზანი რესპუბლიკის დამხობაა. ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულებსაც, რომლებსაც განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა ვუპასუხოთ,"- აცხადებს ემანუელ მაკრონი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ზოგადი რეკომენდაციაა, რომ უახლოეს დღეებში დემონსტრაციები არ გაიმართოს. შესაძლებლობისამებრ, დემონსტრაციებს ავკრძალავთ, რათა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავიცვათ მაღაზიები თუ საჯარო შენობები. ვნახეთ სახელმწიფო წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომლებიც ორგანიზებული ულტრამემარცხენე ჯგუფების მიერ განხორციელდა. მათი მიზანი რესპუბლიკის დამხობაა. ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულებსაც, რომლებსაც განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა ვუპასუხოთ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…