ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრიუსელის ორმაგი სტანდარტები და მაკრონის შეცვლილი რიტორიკა - მმართველი გუნდი თბილისსა და პარიზში მიმდინარე მოვლენების მიმართ ევრობიუროკრატიის უსამართლო მიდგომას აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილი და მმართველი გუნდი ბრიუსელსა და ემანუელ მაკრონს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ საფრანგეთში მიმდინარე არეულობას ევროკავშირი გმობს, ხოლო თბილისში რევოლუციურ სცენარს ახალისებდა.

პარლამენტის შენობის შტურმით აღების და გადაწვის მცდელობა, შეტევა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, ცენტრალურ ქუჩებში გაჩენილი ცეცხლი განადგურებული ინფრასტრუქტურა, დანგრეული კაფეები და სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოყენებული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები - ეს კადრები არა პარიზში, არამედ თბილისის ქუჩებში, რამდენიმე წლის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზეა გადაღებული. 2019-დან 2025 წლამდე ქვეყანაში მიმდინარე ყველა ძალადობრივი პროცესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ქრონოლოგიურად Facebook სტატუსში აღწერა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საფრანგეთსა და საქართველოში იდენტური სცენარით განვითარებულ მოვლენებზე, რადიკალურად განსხვავებულია ბრიუსელის შეფასებები.

სპიკერის თქმით, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხელისუფლება იმ გამოწვევის წინაშე დადგა, რომლის წინაშეც მმართველი გუნდი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იდგა, შეიცვალა ემანუელ მაკრონის რიტორიკაც. ამის მაგალითი კი შალვა პაპუაშვილისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან წარსულში და დღეს გაკეთებული განცხადებებია. თუ ადრე მაკრონი ქართველ სამართალდამცველებს პროპორციული ძალის გამოყენების დროს ძალადობაში ადანაშაულებდა, დღეს ფრანგ სამართალდამცველებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თუ ადრე საფრანგეთის პრეზიდენტი ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა, დღეს აცხადებს, რომ ყველა უმკაცრესად დაისჯება, ვინც საფრანგეთში კანონს დაარღვევს.

ის, რაც მმართველი გუნდისთვის ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ძალადობაა, ოპოზიციისთვის და ოფიციალური ბრიუსელისთვის მშვიდობიან აქციად ფასდება. ხელისუფლების ოპონენტები ევრობიუროკრატების მხრიდან, ვერც ორმაგ სტანდარტს და ვერც უსამართლო მიდგომას ხედავენ.

"ქართული ოცნებისთვის" კი, ბრიუსელის უსამართლობის მორიგი დადასტურებაა, როცა დღეს ევრობიუროკრატები საფრანგეთში მიმდინარე ძალადობრივ პროცესებს გმობენ, საქართველოში კი რევოლუციურ სცენარს მხარს უჭერდნენ და ახალისებდნენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარიზის მაგალითზე ყველაზე კარგად გამოჩნდა თუ რა უსამართლო მიდგომა აქვს ევროკავშირს საქართველოს მიმართ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ ევროპელი ლიდერების მხრიდან ალბანეთთან დაკავშირებული განცხადებებითაც გამოჩნდა. მთავრობის მეთაური ევროპულ ქვეყნებს მშვიდობას, ბრიუსელს კი საქართველოსთან მიმართ ობიექტურობას უსურვებს.

უსამართლო მიდგომა, არაობიექტური შეფასება და უსაფუძვლო ბრალდებები ბრიუსელის მხრიდან მმართველი გუნდისთვის ახალი არ არის. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ევრობიუროკრტებს ურჩევენ, ვიდრე სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერევიან, საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს გადახედონ.

ავტორი: ნანა გოგატაძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ქუჩაში გასვლა, დემონსტრაციების გამართვა და წესრიგის დარღვევა, ერთ მიზანს ემსახურება: დააზიანოს რესპუბლიკა და მოიპაროს პოლიტიკური დებატების სივრცე - ემანუელ მაკრონიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები