ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა | ახალ ბინებში მ²-ის ღირებულება $1 408-მდე გაიზარდა

Colliers Georgia-ს მონაცემებით, სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 10.4%-ით შემცირდა, თუმცა ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,408 დოლარი შეადგინა.

ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა | ახალ ბინებში მ²-ის ღირებულება $1 408-მდე გაიზარდა
ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა | ახალ ბინებში მ²-ის ღირებულება $1 408-მდე გაიზარდაBM.GE

სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ გასული წლის სექტემბერთან შედარებით 10.4%-ით იკლო და 1,614 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 0.9%-ით 107 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში 48% შეადგინა.

"ბათუმში, სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 11.6%-ით შემცირდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 8.8%-ით მოიმატა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (-38%), რაც აიხსნება, გასულ წელს რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით. მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 27.3%-ით მოიმატა", - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

ჯამური გაყიდვების კლების მიუხედავად, სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის სექტემბერთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,408 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 10.7%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 9.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

"პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 4.6%-ით მოიმატა", - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბათუმში, სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 11.6%-ით შემცირდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 8.8%-ით მოიმატა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (-38%), რაც აიხსნება, გასულ წელს რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით. მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 27.3%-ით მოიმატა“
„პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 4.6%-ით მოიმატა“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სექტემბერში, თბილისში ახალი და ძველი ბინები გაძვირდა | გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებიცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები