ისტორიაში პირველად საქართველო 2027 წელს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს
ისტორიაში პირველად საქართველო 2027 წელს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს — შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ბათუმში მოეწერა.
ისტორიაში პირველად საქართველო 2027 წელს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს
ბათუმმა წყალბურთში ტურნირს "შავი ზღვის საერთაშორისო თასი" უმასპინძლა, რომელზეც საქართველოსთან ერთად უნგრეთის, გერმანიის, იტალიის, სერბეთის, იაპონიისა და საფრანგეთის ცნობილი წყალბურთის კლუბები ასპარეზობდნენ.
ტურნირის ფარგლებში ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 2027 წელს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველო ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.
ხელშეკრულებას ხელი სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ხოსე სილვამ და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა მოაწერეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.