ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში წყალბურთის „შავი ზღვის თასის“ დასკვნითი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ბათუმში წყალბურთის „შავი ზღვის თასის“ დასკვნითი საშეჯიბრო დღე იმართება; 75 ათასი ევროს საპრიზო ფონდის მქონე ტურნირის ჩემპიონობისთვის მსოფლიო წყალბურთის გრანდები „პრო რეკო“ და „ფერენცვაროში“ იბრძოლებენ.

ბათუმში წყალბურთის „შავი ზღვის თასის“ დასკვნითი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს.

ტურნირი საქართველოს ეროვნული საწყლოსნო სახეობათა ფედერაციისა და წყალბურთის კლუბ „აპოლოს“ ორგანიზებით ისტორიაში პირველად ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 75 ათას ევროს შეადგენს.

ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ იაპონური „კაშივაზაკი“ 12:10 დაამარცხა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. მე-5 ადგილისთვის გამართულ მატჩში კი საქართველოს ჩემპიონმა „აპოლომ“ „მარსელი“ 16:15 დაამარცხა და მეხუთე პოზიციაზეა. ტურნირის ჩემპიონობისთვის კი მსოფლიო წყალბურთის ორი გრანდი „პრო რეკო“ და „ფერენცვაროში“ იბრძოლებენ.

ფინალური მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ირაკლი მეძმარიაშვილი ტურნირის "შავი ზღვის საერთაშორისო თასი" მეორე საშეჯიბრო დღეს დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები