ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი მეძმარიაშვილი ტურნირის "შავი ზღვის საერთაშორისო თასი" მეორე საშეჯიბრო დღეს დაესწრო

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმში მიმდინარე წყალბურთის ტურნირზე „შავი ზღვის საერთაშორისო თასი“ ქართული კლუბები დამარცხდნენ: თბილისის „დინამო“ უნგრულ „ტელეკომთან“ 11:23, ხოლო „აპოლო“ იტალიურ „პრო რეკოსთან“ 8:11 დათმო.

ირაკლი მეძმარიაშვილი ტურნირის "შავი ზღვის საერთაშორისო თასი" მეორე საშეჯიბრო დღეს დაესწრო
ირაკლი მეძმარიაშვილი ტურნირის "შავი ზღვის საერთაშორისო თასი" მეორე საშეჯიბრო დღეს დაესწრორუსთავი 2

ბათუმში წყალბურთში „შავი ზღვის საერთაშორისო თასი” მიმდინარეობს. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრო. ტურნირი ისტორიაში პირველად ტარდება და მასში საქართველოსთან ერთად უნგრეთის, გერმანიის, იტალიის, სერბეთის, იაპონიისა და საფრანგეთის ცნობილი წყალბურთის კლუბები მონაწილეობენ.

საერთაშორისო ასპარეზობაში წყალბურთის ორი ქართული კლუბი - თბილისის „დინამო” და „აპოლო” - მონაწილეობს. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს თბილისის „დინამო” უნგრულ „ტელეკომს” დაუპირისპირდა, მატჩი „ტელეკომის” სასარგებლოდ ანგარიშით 23:11 დასრულდა; „აპოლოსა” და იტალიურ „პრო რეკოს” შორის გამართული მატჩიც მოწინააღმდეგის გამარჯვებით, ანგარიშით 8:11, დასრულდა.

საქართველოში აღნიშნული ტურნირის შექმნის შესახებ 2026 წლის აპრილში სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრა საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესა და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის, ასევე წყალბურთის კლუბ „აპოლოს” ხელმძღვანელებს შორის გაიმართა.

"შავი ზღვის საერთაშორისო თასი" ბათუმის საცურაო აუზზე 15-იდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
შალვა მაისურაძემ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებს თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცაწაიკითხე

უახლესი ამბები