ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკის ვუთხარით: შეგიძლია რუსეთს გაუკეთო ის, რაც გინდა, ოღონდ არ დაარტყა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადგან ეს გლობალურ პრობლემას ქმნის, მას სურს მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას - ტრამპი

დონალდ ტრამპმა უკრაინას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რადგან ეს დიზელის საწვავის გლობალურ დეფიციტს იწვევს და ამერიკელ ფერმერებს პრობლემებს უქმნის.

ზელენსკის ვუთხარით: შეგიძლია რუსეთს გაუკეთო ის, რაც გინდა, ოღონდ არ დაარტყა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადგან ეს გლობალურ პრობლემას ქმნის, მას სურს მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას - ტრამპი
ზელენსკის ვუთხარით: შეგიძლია რუსეთს გაუკეთო ის, რაც გინდა, ოღონდ არ დაარტყა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადგან ეს გლობალურ პრობლემას ქმნის, მას სურს მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას - ტრამპირუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკის ბევრჯერ შეეძლო ომი დაესრულებინა, მან კი ამის გაკეთება არ აირჩია.

ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ დაერტყათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებისთვის, ​უკრაინამ არ გაითვალისწინა.

აშშ-ის პრეზიდენტი ზელენსკის კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქარხნებზე დარტყმა, რადგან ამითმსოფლიოს სერიოზულ პრობლემებს უქმნის:

"მე ამ საკითხს სხვაგვარად ვუყურებ. ზელენსკის არაერთხელ შეეძლო ეს ომი დაესრულებინა. ძალიან, ძალიან ბევრჯერ. მან კი აირჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა. ძალიან რთული ვითარებაა. ეს არის ომი, რომელიც საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და მე ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. მას ბევრჯერ შეეძლო ამის დასრულება, მაგრამ აირჩია, ეს არ გაეკეთებინა. ჩვენ ვუთხარით: შეგიძლია რუსეთს გაუკეთო ის, რაც გინდა, ოღონდ არ დაარტყა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადგან ეს გლობალურ პრობლემას ქმნის. მას სურს, რომ მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას. მას სურს დიზელის საწვავთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებს და მესაქონლეებს. იმიტომ, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოს დიზელის საწვავის დიდ ნაწილს აწვდის. დიდ პრობლემასთან და დიდ დეფიციტთან გვაქვს საქმე. და რას აკეთებს ის? ურტყამს დიზელს. მას შეუძლია აკეთოს რაც უნდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება, ჩვენ მსოფლიო დონის პრობლემა გვაქვს და ეს პრობლემა დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების ნაკლებობითაა გამოწვეული. ის ურტყამს გადამამუშავებელ ქარხნებს. მე მას ვუთხარი: გააკეთე რაც გინდა, ოღონდ არ დაარტყა ქარხნებს. უამრავი სხვა სამიზნე არსებობს, არ დაარტყათ ქარხნებს. მან კი დაარტყა. ის ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს ფერმერებზე, ის ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს მესაქონლეებზე და ის ვერ მოახდენს გავლენას დანარჩენ მსოფლიოზე. ასე რომ, ჯობია, ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს,"- წერს ტრამპი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე ამ საკითხს სხვაგვარად ვუყურებ. ზელენსკის არაერთხელ შეეძლო ეს ომი დაესრულებინა. ძალიან, ძალიან ბევრჯერ. მან კი აირჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა. ძალიან რთული ვითარებაა. ეს არის ომი, რომელიც საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და მე ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. მას ბევრჯერ შეეძლო ამის დასრულება, მაგრამ აირჩია, ეს არ გაეკეთებინა. ჩვენ ვუთხარით: შეგიძლია რუსეთს გაუკეთო ის, რაც გინდა, ოღონდ არ დაარტყა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადგან ეს გლობალურ პრობლემას ქმნის. მას სურს, რომ მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას. მას სურს დიზელის საწვავთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებს და მესაქონლეებს. იმიტომ, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოს დიზელის საწვავის დიდ ნაწილს აწვდის. დიდ პრობლემასთან და დიდ დეფიციტთან გვაქვს საქმე. და რას აკეთებს ის? ურტყამს დიზელს. მას შეუძლია აკეთოს რაც უნდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება, ჩვენ მსოფლიო დონის პრობლემა გვაქვს და ეს პრობლემა დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების ნაკლებობითაა გამოწვეული. ის ურტყამს გადამამუშავებელ ქარხნებს. მე მას ვუთხარი: გააკეთე რაც გინდა, ოღონდ არ დაარტყა ქარხნებს. უამრავი სხვა სამიზნე არსებობს, არ დაარტყათ ქარხნებს. მან კი დაარტყა. ის ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს ფერმერებზე, ის ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს მესაქონლეებზე და ის ვერ მოახდენს გავლენას დანარჩენ მსოფლიოზე. ასე რომ, ჯობია, ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?