პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპი: იმ ფულით, რასაც ევროპა ზელენსკის აძლევს და რაც თაღლითმა ჯო ბაიდენმა წარსულში მისცა, მას არ სურს ამ ომის დასრულება და, ალბათ, არც არასდროს სურდა - მას ორი წლის წინ უკეთესი გარიგების დადება შეეძლო, ვიდრე ახლა, მისი ქვეყანა განადგურებულია, ხოლო უკრაინელი მამაკაცების რაოდენობა შემცირებულია

დონალდ ტრამპის განცხადებით, ზელენსკის ომის დასრულება არ სურს იმ ფულის გამო, რასაც ევროპა და ჯო ბაიდენი აძლევდნენ, მაშინ როცა უკრაინა განადგურებულია. აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესია და არ სურს რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდიდან დაფრთხობა.

ტრამპი: იმ ფულით, რასაც ევროპა ზელენსკის აძლევს და რაც თაღლითმა ჯო ბაიდენმა წარსულში მისცა, მას არ სურს ამ ომის დასრულება და, ალბათ, არც არასდროს სურდა - მას ორი წლის წინ უკეთესი გარიგების დადება შეეძლო, ვიდრე ახლა, მისი ქვეყანა განადგურებულია, ხოლო უკრაინელი მამაკაცების რაოდენობა შემცირებულია
იმედინიუსი

ჩემი გადაწყვეტილება რუსეთთან დაკავშირებით ძალიან მარტივია - მე რუსეთსა და უკრაინას შორის ომში მშვიდობის დამყარების მოლაპარაკების პროცესში ვარ და არ მინდა გავაკეთო რამე, რაც სულელურად დააფრთხობს და ჩამოაშორებს რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„დიდი პროგრესი შეინიშნება და ეს მოიცავს მძევლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებსაც! ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა ამ ეტაპზე სწორედ ამას გამოიწვევს, მე კი მისი ხელმოწერა მოგვიანებითაც შემიძლია, ან ნებისმიერ დროს, როცა მინდა!

ალბათ უფრო მნიშვნელოვანიც კი ისაა, რომ რუსეთი ძალიან ცოტას აკეთებს (თუ საერთოდ აკეთებს რამეს) ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეეძლო, და მე მინდა ასეც დარჩეს და დარჩება კიდეც, თუ სულელი ადამიანები არ ჩაერევიან.

და ბოლოს, ზელენსკი სამიზნედ იყენებს რუსეთში არსებულ დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს, იცის რა, რომ ეს თავდასხმები სერიოზულად აზიანებს მსოფლიო დიზელის ბაზრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ფერმერები და ყველა სახის ბიზნესი დიდად ზარალდება ამით, თუმცა რუსეთი, მიუხედავად ამისა, დაბალ ფასად აგზავნის მილიონობით ბარელ დიზელს მსოფლიოში.

ზელენსკის ეს არ ადარდებს და, მართალი რომ ვთქვა, იმ მთელი ფულით, რასაც ევროპა აძლევს მას და რაც თაღლითმა ჯო ბაიდენმა წარსულში მისცა, მას არ სურს ამ ომის დასრულება და, ალბათ, არც არასდროს სურდა. მას ორი წლის წინ უკეთესი გარიგების დადება შეეძლო, ვიდრე ახლა. მისი ქვეყანა განადგურებულია, მისი მიწების დიდი ნაწილი დაკარგულია, ზღვები წართმეული აქვს, ხოლო უკრაინელი მამაკაცების რაოდენობა შემცირებულია - ბევრი დაჭრილია და/ან დაღუპული. მე მინდა ეს ომი დასრულდეს“, - დასძინა ტრამპმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოდონალდ ტრამპი ზელენსკიზე: თანხების გათვალისწინებით, რომლებსაც მას ევროპა ურიცხავს ​​და რომლებიც წარსულში გაიძვერა ჯო ბაიდენმა მისცა - მას სულაც არ სურს ამ ომის დასრულება. სავარაუდოდ, არც არასდროს სურდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპი - არ მსურს ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთს მოლაპარაკების მაგიდას მოაცილებს - ზელენსკის ომის დასრულება არ სურს
  3. ფორმულაოპოზიციურიდონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულების სურვილის არქონაში ადანაშაულებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკის ვუთხარით: შეგიძლია რუსეთს გაუკეთო ის, რაც გინდა, ოღონდ არ დაარტყა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადგან ეს გლობალურ პრობლემას ქმნის, მას სურს მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას - ტრამპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები