მიხეილ სააკაშვილი: არ ვაპირებ არავის დაგმობას ან კრიტიკას საპროცესოს გაფორმებისთვის. ეს ყველა ადამიანის პირადი არჩევანია და ყველას აქვს სპეციფიკური გარემოებები და მე ვინ ვარ, რომ განვსაჯო!
პაატა ბურჭულაძის შვილს, შუქრის ეკითხება დიანა ტრაპაიძე - კი, მაგრამ არ ეთანხმებით, რომ მამათქვენმა მოაწეროს ხელი საპროცესოს და თავისუფალი იყოს? ნუ იგულისხმება, რომ ნებისმიერი შვილი დაეთანხმებოდა ამაზე. შუქრი პასუხობს - ახლა მამაჩემი ყველაზე სწორია იყოს ციხეში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
პაატა ბურჭულაძის შვილს, შუქრის ეკითხება დიანა ტრაპაიძე - კი, მაგრამ არ ეთანხმებით, რომ მამათქვენმა მოაწეროს ხელი საპროცესოს და თავისუფალი იყოს? ნუ იგულისხმება, რომ ნებისმიერი შვილი დაეთანხმებოდა ამაზე. შუქრი პასუხობს - ახლა მამაჩემი ყველაზე სწორია იყოს ციხეში.
ასევე მომიყვნენ უკეთილშობილეს და უწესიერეს პაატა მანჯგალაძის მეუღლის, როგორც ჩანს ზუსტად ასეთივე ნათქვამი სასამართლო დარბაზში - "პაატამ რომ ამათ დოკუმენტს ხელი მოაწეროს მე და შვილები სახლში არ შემოვუშვებთო"
მოკლედ, ჩვენს გმირ პოლიტპატიმრებს ჰყავთ ძალიან ღირსეული ოჯახები. მე ძალიან მინდა, რომ ორივე დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს. მე ამავე დროს არ ვაპირებ არავის დაგმობას ან კრიტიკას საპროცესოს გაფორმებისთვის. ეს ყველა ადამიანის პირადი არჩევანია და ყველას აქვს სპეციფიკური გარემოებები და მე ვინ ვარ, რომ განვსაჯო!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.