ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შუქრი ბურჭულაძე - პაატა ბურჭულაძემ საპროცესო შეთანხმებაზე ხელი უნდა მოაწეროს თუ არა, საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

შუქრი ბურჭულაძის თქმით, პაატა ბურჭულაძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი ნაადრევია; მისი განცხადებით, ქვეყანაში ხალხს უკანონოდ აპატიმრებენ და აიძულებენ, ჩაუდენელი დანაშაული აღიარონ.

შუქრი ბურჭულაძე - პაატა ბურჭულაძემ საპროცესო შეთანხმებაზე ხელი უნდა მოაწეროს თუ არა, საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია
შუქრი ბურჭულაძე - პაატა ბურჭულაძემ საპროცესო შეთანხმებაზე ხელი უნდა მოაწეროს თუ არა, საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევიაინტერპრესნიუსი

პაატა ბურჭულაძემ საპროცესო შეთანხმებაზე ხელი უნდა მოაწეროს თუ არა, ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია, - ასე უპასუხა მსჯავრდებული მომღერლის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ ჟურნალისტების კითხვას, გააფორმებს თუ არა პაატა ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებას.

შუქრი ბურჭულაძის თქმით, ქვეყანაში უსამართლობა სუფევს, რადგან ხალხს ჯერ არაკანონიერად აპატიმრებენ, ხოლო შემდგომ აიძულებენ, მოაწერონ ხელი საპროცესო შეთანხმებაზე,

„საერთოდ, ქვეყანაში სუფევს უსამართლობა, არაკანონიერად აპატიმრებენ ხალხს და შემდგომ აიძულებენ, მოაწერონ ხელი საპროცესო შეთანხმებაზე, აღიარონ დანაშაული, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მე არ მახსოვს ამდენი მსახიობი, ამდენი ექიმი, ამდენი ჟურნალისტი ყოფილიყო არაკანონიერად დაპატიმრებული. „ქართული ოცნება“ არის არაკანონიერი, „ქართული ოცნება“ არის [უფრო] რეპრესიული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით”, - დასძინა მან.

შუქრი ბურჭულაძე აცხადებს, რომ ყველამ უნდა დაუსვას თავის თავს კითხვა, კარგი არის თუ არა, ორგანიზატორების მიერ საპროცესოს გაფორმება და გათავისუფლება ასეთი არამართალი გზით, სანამ აქციის სხვა მონაწილეები სხედან ციხეში,

„თქვენ რომ დააორგანიზოთ აქცია, მოვიდეს პოლიცია და არაკანონიერად დაიჭიროს ვიღაცები, ყველა ვარიანტში თქვენც ხომ იქნებით პასუხისმგებელი იმ ხალხის თავისუფლებაზე, ამიტომ ყველამ დაუსვას თავის თავს კითხვა, კარგი არის თუ არა, სანამ სხვები სხედან ციხეში, [ორგანიზატორების მიერ] საპროცესოს გაფორმება და გათავისუფლება ასეთი არამართალი გზით. აღიარებენ იმას, რაც არ გაუკეთებიათ და იმ ხალხს ტოვებენ ციხეში, რომლებზეც იციან, რომ ისინიც არ არიან დამნაშავეები“, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენ რომ დააორგანიზოთ აქცია, მოვიდეს პოლიცია და არაკანონიერად დაიჭიროს ვიღაცები, ყველა ვარიანტში თქვენც ხომ იქნებით პასუხისმგებელი იმ ხალხის თავისუფლებაზე, ამიტომ ყველამ დაუსვას თავის თავს კითხვა, კარგი არის თუ არა, სანამ სხვები სხედან ციხეში, [ორგანიზატორების მიერ] საპროცესოს გაფორმება და გათავისუფლება ასეთი არამართალი გზით. აღიარებენ იმას, რაც არ გაუკეთებიათ და იმ ხალხს ტოვებენ ციხეში, რომლებზეც იციან, რომ ისინიც არ არიან დამნაშავეები“
შუქრი ბურჭულაძე
„დროს მე არ მახსოვს ამდენი მსახიობი, ამდენი ექიმი, ამდენი ჟურნალისტი ყოფილიყო არაკანონიერად დაპატიმრებული. „ქართული ოცნება“ არის არაკანონიერი, „ქართული ოცნება“ არის [უფრო] რეპრესიული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?