ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიქართული ოცნება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ენგურის გამშვები პუნქტის მიმართულებით 9 თვეში მოქალაქეთა თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა, პარალელურად კი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ადამიანებს აკავებენ.

ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმი
ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მდინარე ენგურის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის დამრღვევებს ავლენენ და აკავებენ.

უწყების ხელმძღვანელმა დმიტრი დბარმა ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში გამშვები პუნქტების მუშაობა განიხილეს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, დაკავებულები უსაფრთხოების სამსახურის რაიონულ განყოფილებაში გადაჰყავთ, სადაც მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს „კანონმდებლობით დადგენილი წესით“ წყვეტენ. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რამდენი ადამიანი დააკავეს ენგურის მონაკვეთზე საანგარიშო პერიოდში.

თუმცა, სოხუმის 2026 წლის პირველ ექვსი თვის სტატისტიკით, მდინარე ენგურის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა 130-ზე მეტ ადამიანს დაეკისრა. ასევე აღიძრა ოთხი სისხლის სამართლის საქმე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის.

ამავე შეხვედრაზე დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ 2026 წლის ცხრა თვეში აფხაზეთ-საქართველოს ე.წ. საზღვარზე, გამშვები პუნქტების მიმართულებით, მოქალაქეების 965 423 გადაკვეთა და 52 780 სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება დაფიქსირდა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვინ და რა ინტერესით ებრძვის ქვეყნის განვითარებას - რადიკალ-მანიპულატორები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟიწაიკითხე

უახლესი ამბები