პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი – უკრაინის დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსტამ ლატიპოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვიეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი – უკრაინის დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს
ალია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვიეს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენმა აპარატებმა რამდენჯერმე დაარღვიეს აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე, უშუალოდ იმ მონაკვეთზე, სადაც მდინარე ფსოუს გავლით აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება“, – აღნიშნა ლატიპოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, „დრონებით თავდასხმის დროს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის „ფსოუს“ მუშაობა დროებით ჩერდება და სასაზღვრო სამსახურები საზღვრის გადამკვეთი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს იღებენ“.

ლატიპოვმა ასევე განაცხადა, რომ სასაზღვრო კონტროლის უწყებები და სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს ხმარობენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ლატიპოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ეხება როგორც რკინიგზის ხაზს, ასევე სოხუმში ხელახლა გახსნილ აეროპორტს, „რადგან მგზავრთა ნაკადი, მათ შორის რუსეთიდან, იზრდება“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი - უკრაინის დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციური“უკრაინულმა დრონებმა ბოლო 9 თვეში აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი - უკრაინის დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები