ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენსიების გეგმურზე ორჯერ მეტად ზრდა და ახალი პროგრამა დევნილებისთვის - მთავრობამ სოციალური მიმართულებით ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოაცხადა

70 წლამდე პენსიონერებს ყოველთვიური პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ, დევნილი ოჯახის თითოეულ წევრს კი 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება შეეძლება — მთავრობამ ახალი სოციალური გადაწყვეტილებები გამოაცხადა.

პენსიის მატება ხანდაზმულებისთვის ყოველთვის იმედის მომცემია. მისი ეტაპობრივი მატება მთავრობის სოციალური სტრატეგიის ნაწილია, თუმცა გასული წლის ეკონომიკურმა ზრდამ ხელისუფლებას პენსიის თავდაპირველად დაგეგმილზე მეტად გაზრდის შესაძლებლობა მისცა.

ნაცვლად ინდექსაციით გათვალისწინებული 20 ლარისა, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს ყოველთვიური პენსია 45 ლარით გაეზრდებათ. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

ბიუჯეტში პენსიებისთვის გამოყოფილი თანხა 128 მილიონით იზრდება. 2027 წლიდან საპენსიო უზრუნველყოფაზე სულ 5 მილიარდ 700 მილიონი დაიხარჯება. ეს თანხა ნაწილდება ქვეყნის მასშტაბით 905 000 ადამიანზე, რომელთა შორის 420 ათასი 70 წლამდე ასაკის პენსიონერია. სწორედ მათ შეეხო პენსიის 45-ლარიანი მატება, სხვა კატეგორიის პენსიონერებს კი, პენსიის ოდენობა გეგმის მიხედვით, ინდექსაციის შესაბამისად გაეზრდებათ.

ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ამბობს, რომ ეს პროგრამა მაქსიმუმი არ არის. სამთავრობო გუნდი მუშაობს იმაზე, რომ მომდევნო ეტაპზეც პენსიების ზრდა დაგეგმილზე მეტი ოდენობით მოხდეს. პროცესის საბოლოო მიზანი, ასაკოვანი ადამიანების ღირსეული პენსიით ფინანსური უზრუნველყოფაა.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პენსიის ოდენობაზე უკვე 2027 წლის იანვრიდან აისახება. 70 წლამდე პენსიონერები 370 ლარის ნაცვლად, ყოველთვიურად, 415 ლარს მიიღებენ.

70 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეების პენსია კი, ინდექსაციის შესაბამისად, 60 ლარით გაიზრდება და 495 ლარის ნაცვლად 555 ლარი გახდება.

ინდექსაციის მეთოდით პენსიები მოიმატებს მაღალმთიან დასახლებებშიც.

სულ საქართველოს მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფაზე 2027 წლის ბიუჯეტში 5 მილიარდ 700 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. ეს თანხა 2012 წელს მხოლოდ 1 მილიარდ ლარს შეადგენდა.

პენსიონერებთან ერთად, ფინანსური მხარდაჭერა იგეგმება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვისაც.

ბინებით დაკმაყოფილებისა და სოფლად სახლის პროგრამის პარალელურად ამოქმედდა ფულადი კომპენსაციის სისტემა. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახის თითოეულ წევრს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია 10 000 ლარის ოდენობით. პროგრამა ნებაყოფლობითია. დევნილებს განცხადების შეტანა იუსტიციის სახლებში უკვე ხვალიდან შეეძლებათ.

აფხაზეთიდან დევნილი სალომე ორჟონია ერთ-ერთია, ვინც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე განცხადების შეტანას გეგმავს. ამბობს, რომ თავის დროზე საცხოვრებელი სახლი საკუთარი სახსრებით შეიძინა, ახალი პროგრამით გათვალისწინებულ თანხას კი ამ სახლის რემონტში და შვილის განათლებაში გამოიყენებს.

პენსიონერები, დევნილები, სპეციალური საჭიროების მქონე პირები და სხვა კატეგორიის ჯგუფები - სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედი სოციალურ პროგრამებზე იხარჯება. ფულადი კომპენსაციების გარდა, მათთვის 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით კვლავ გათვალისწინებულია შეღავათები ჯანდაცვის, მედიკამენტების, ტრანსპორტისა და სხვა აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი: 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია. ამ რესურსის მოძიება და შესაძლებლობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური პროგრესის დამსახურებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები