ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლიეტუვაში აღკვეთეს Starlink-ის აღჭურვილობის დაწვის მცდელობა

ნატო

ლიეტუვაში Starlink-ის აღჭურვილობის საწყობში ცეცხლის გაჩენის მცდელობა აღკვეთეს — ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მინდაუგას სინკევიჩიუსი მომხდარს რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომსა და საბოტაჟს უკავშირებს.

ლიეტუვაში აღკვეთეს Starlink-ის აღჭურვილობის დაწვის მცდელობა
ლიეტუვაში აღკვეთეს Starlink-ის აღჭურვილობის დაწვის მცდელობარადიო თავისუფლება

18 ოქტომბრის ღამეს ლიეტუვაში დაუდგენელი პირები ცდილობდნენ ხანძარი გაეჩინათ საწარმოში, სადაც ინახება Starlink-ის აღჭურვილობა. დივერსიის მცდელობა ვერ განხორციელდა - იუწყება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მინდაუგას სინკევიჩიუსი. იგი ამ ინციდენტს უკავშირებს რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ წარმოებულ, ე.წ. ჰიბრიდულ ომს.

"დაახლოებით ღამის ორ საათზე იყო მცდელობა ცეცხლი გაჩენოდა სატელიტურ ანტენებს და მართვის ბლოკს. აღმოჩენილია აალებადი სითხეები, ასევე ავზები სამიდან ათ ლიტრამდე მოცულობით. აშკარაა, რომ ეს იყო საბოტაჟის, ან ყურადღების გადატანის მცდელობა, რადგან ვხედავთ, რომ ამგვარი ქმედებები მთელს ევროპაში მეორდება. ნათელია, რომ ... ესაა რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც საბოტაჟის აქტებსაც მოიცავს" - უთხრა სინკევიჩიუსმა RTL Radio-ს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა კომპანია წინასწარ გააფრთხილეს თავდასხმების შესაძლებლობის თაობაზე, გაძლიერებული იყო დაცვა და ხანძრის გამოწვევის მცდელობა ამიტომ იყო წარუმატებელი. სინკევიჩიუსმა ეს ფეისბუკით დაწერს. ბოლო ხანებში Starlink-ის აღჭურვილობის დაწვის ინციდენტები მოხდა პოლონეთში და ბულგარეთში.

ლიეტუვის ხელისუფლებას რუსეთი ბევრჯერ ჰყავს დადანაშაულებული ე.წ. ჰიბრიდული შეტევების განხორციელებაში. საქმე ეხებოდა ხანძრებს, ან ხანძრების გამოწვევის მცდელობებს იმ საწარმოებზე, რომლებსაც უკრაინის მხარდაჭერასთან აქვთ კავშირი. იყო აალებადი მოწყობილობების DHL-ის პაკეტებით გაგზავნის, ქვეყანაში მცხოვრებ რუს ოპოზიციონერებზე თვალთვალის და მათზე თავდასხმების მომზადების, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების, კიბერთავდასხმების და ინტერნეტში დეზინფორმაციული კამპანიების შეთხვევები.

2026 წლის სექტემბერში ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა დაადასტურა სადაზვერვო მასალების არსებობა იმის შესახებ, რომ რუსეთი უფრო ინტენსიური ოპერაციებისთვის ემზადება ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ. რუსეთი უარყოფს როგორც ჰიბრიდული ოპერაციების წარმოებას, ისე ნატოს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის მზადებას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაახლოებით ღამის ორ საათზე იყო მცდელობა ცეცხლი გაჩენოდა სატელიტურ ანტენებს და მართვის ბლოკს. აღმოჩენილია აალებადი სითხეები, ასევე ავზები სამიდან ათ ლიტრამდე მოცულობით. აშკარაა, რომ ეს იყო საბოტაჟის, ან ყურადღების გადატანის მცდელობა, რადგან ვხედავთ, რომ ამგვარი ქმედებები მთელს ევროპაში მეორდება. ნათელია, რომ ... ესაა რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც საბოტაჟის აქტებსაც მოიცავს“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლიეტუვის პრემიერი: ბატონ ზელენსკის უნდა ვთხოვოთ, დარტყმები მიაყენოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები