ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პოლონეთში ხანძარი გაჩნდა Starlink-ის სადგურზე, რომელიც უკრაინას ინტერნეტით უზრუნველყოფს

პოლონეთში, ვოლია-კრობოვსკაში, Starlink-ის თანამგზავრული კავშირის მიწისზედა სადგურზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე იპოვეს „მოლიტოვის კოქტეილის“ მსგავსი ბოთლი. სამართალდამცველები დივერსიის ვერსიას ამოწმებენ, შესაძლო კავშირზე რუსულ საბოტაჟთან საუბრობენ ოფიციალური პირები.

პოლონეთში ხანძარი გაჩნდა Starlink-ის სადგურზე, რომელიც უკრაინას ინტერნეტით უზრუნველყოფს
პოლონეთში ხანძარი გაჩნდა Starlink-ის სადგურზე, რომელიც უკრაინას ინტერნეტით უზრუნველყოფსრადიო თავისუფლება

ვარშავიდან დაახლოებით 50 კილომეტრზე მდებარე დასახლებულ პუნქტ ვოლია-კრობოვსკაში, ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, გვიან საღამოს ხანძარი გაჩნდა Starlink-ის თანამგზავრული კავშირის მიწისზედა სადგურზე, იუწყება რადიოსადგური RMF FM.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა გამანაწილებელი ფარი, რომელსაც მიერთებული აქვს ანტენები, ხოლო ობიექტის სიახლოვეს იპოვეს „მოლიტოვის კოქტეილის“ მსგავსი ბოთლი აალებადი ნარევით.

კომპანია Exatel-მა, რომლის მართვის ქვეშაც იმყოფება დაზიანებული სადგური, განაცხადა, რომ მომხდარს არ მოუხდენია გავლენა სერვისების მუშაობასა თუ ქსელის უსაფრთხოებაზე.

ადგილზე მუშაობენ პოლიცია და სამხედრო კონტრდაზვერვა. Starlink-ის სადგურიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს რადიოელექტრონული დაზვერვისა და მხარდაჭერის სამხედრო ცენტრი. დაიწყო გამოძიება დივერსიის ფაქტზე, განაცხადა რაიონულმა პროკურატურამ.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა რადიოსადგურს განუცხადა, რომ „უცნაურ ხანძრებთან“ დაკავშირებულ ყველა შემთხვევაში ხელისუფლება გამოვა იმ დაშვებიდან, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს დივერსიას.

„რუსეთი იყენებს საკმაოდ მარტივ მეთოდებს - ისინი [რუსები] აწყობენ ხანძრებსა და საბოტაჟის აქტებს. ისინი მთელ ევროპაში იწვევენ სოციალურ მღელვარებას“, აღნშნა მან.

პოლონეთის სპეციალური სამსახურების მინისტრ-კოორდინატორის პრესმდივანმა იაცეკ დობრჟინსკიმ ტელეკომპანია TVN24-თან საუბარში აღნიშნა, რომ მომხდარის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო განზრახ ცეცხლის წაკიდება ან მოკლე ჩართვა, ვინაიდან ხანძარი გაჩნდა გენერატორის შიგნით. მან დასძინა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი სწორედ ცეცხლის განზრახ წაკიდებაზე მიუთითებს.

პოლონეთის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის კშიშტოფ გავკოვსკის განცხადებით, არსებობს იმის ბევრი ნიშანი, რომ ხანძრის მიზანი იყო იმ სადგურის მუშაობის განზრახ ჩაშლა, რომელიც ინტერნეტით უზრუნველყოფს უკრაინას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უცნაურ ხანძრებთან“
ცეზარი ტომჩიკი
„რუსეთი იყენებს საკმაოდ მარტივ მეთოდებს - ისინი [რუსები] აწყობენ ხანძრებსა და საბოტაჟის აქტებს. ისინი მთელ ევროპაში იწვევენ სოციალურ მღელვარებას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.