ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბულგარეთში ნიღბიანმა პირებმა Starlink-ის 11 ანტენას ცეცხლი წაუკიდეს - თავდასხმა დედაქალაქ სოფიასთან ახლომდებარე კავშირგაბმულობის ობიექტზე განხორციელდა

ბულგარეთში, სოფიასთან მდებარე კავშირგაბმულობის ობიექტზე ნიღბიანმა პირებმა Starlink-ის 11 ანტენა დაწვეს. დეპუტატ ივაილო მირჩევის განცხადებით, ბულგარეთის ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება, რომ დივერსიის უკან რუსეთი დგას.

ბულგარეთში ნიღბიანმა პირებმა Starlink-ის 11 ანტენას ცეცხლი წაუკიდეს - თავდასხმა დედაქალაქ სოფიასთან ახლომდებარე კავშირგაბმულობის ობიექტზე განხორციელდა
ბულგარეთში ნიღბიანმა პირებმა Starlink-ის 11 ანტენას ცეცხლი წაუკიდეს - თავდასხმა დედაქალაქ სოფიასთან ახლომდებარე კავშირგაბმულობის ობიექტზე განხორციელდარუსთავი 2

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთან ახლოს მდებარე კავშირგაბმულობის ობიექტზე ორმა ნიღბიანმა პირმა შეაღწია და "სტარლინკის" სატელიტური კავშირის 17 ანტენიდან 11 დაწვა. ინფორმაციას ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (BNT) ავრცელებს.

ინციდენტს ბულგარეთის პარლამენტის წევრი ივაილო მირჩევიც გამოეხმაურა. დეპუტატმა ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ანალოგიური შემთხვევა სექტემბერში პოლონეთშიც დაფიქსირდა.

მირჩევის განცხადებით, ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება, რომ დივერსიების უკან რუსეთი დგას.

"ცხადია, ეს ანტენები სამიზნედ შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან სწორედ ისინი უზრუნველყოფენ თანამგზავრებთან ძირითად კავშირს", - განაცხადა დეპუტატმა.

ამ ეტაპზე არ ზუსტდება, გამოიყენებოდა თუ არა დაზიანებული ანტენები უკრაინის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციისთვის.

პარალელურად, 14 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ კომპანია SpaceX-მა უკრაინელი სამხედროებისთვის "სტარლინკის" სატელიტური კავშირის მუშაობა შეზღუდა.

შეზღუდვა შეეხო სისტემის სამხედრო ვერსიას - Starshield-ს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების მუშაობისთვის არის აუცილებელი.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, კავშირის შეფერხების გამო რამდენიმე დრონმა ფრენისას სიგნალი დაკარგა, დაგეგმილი ოპერაციების ნაწილი კი ჩაიშალა.

ლუკა ჩლაიძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ცხადია, ეს ანტენები სამიზნედ შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან სწორედ ისინი უზრუნველყოფენ თანამგზავრებთან ძირითად კავშირს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?