ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნატო და ლიეტუვა წვრთნებს ატარებენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად

ნატო

ლიეტუვა და ნატოს წევრი სახელმწიფოები ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებელ წვრთნებს მართავენ. ამ ფონზე, ბალტიის ქვეყნები თავდაცვის ხაზს აშენებენ, ხოლო მოსკოვი ევროპის სახელმწიფოებზე შესაძლო თავდასხმის გეგმას უარყოფს.

ნატო და ლიეტუვა წვრთნებს ატარებენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად
ნატო და ლიეტუვა წვრთნებს ატარებენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლადრადიო თავისუფლება

ლიეტუვის და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროები 19-დან 30 ოქტომბრამდე მართავენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებელ წვრთნებს ქვეყნის დასავლეთით - მათ შორის ბალტიის ზღვის აკვატორიაში და კლაიპედის პორტის რაიონში. ამ ცნობას ავრცელებს კლაიპედის ადმინისტრაცია.

მანევრების პერიოდში სამხედროები დაამუშავებენ თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის.

სამხედროები გადაადგილდებიან ფეხით და ტრანსპორტით, ტაქტიკური ფორმით, იარაღით და სხვა აღჭურვილობით. ცალკეულ ეპიზოდებში ჩაერთვება დრონები, ვერტმფრენები, სამხედრო ხომალდები. გათვალისწინებულია საიმიტაციო საბრძოლო მასალების გამოყენებაც.

ლიეტუვაში ნატოს ხუთ ათასზე მეტი სამხედროა დისლოცირებული. ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაში მთავარი ელემენტი უნდა გახდეს გერმანიის ბრიგადა, რომლის სრული გადაყვანაც 2027 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.

ივლისში ლიეტუვის ხელისუფლებამ გააძლიერა სატრანსპორტო და ენეგეტიკის ინფრასტრუქტურის დაცვა, რუსეთის მხრიდან შესაძლო დივერსიების შიშით. აგვისტოში ლიეტუვამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით წარმოადგინა დრონების მოგერიების სისტემა, ოქტომბრიდან დაიწყო დანერგვა უკრაინული სისტემისა SkyFortress, დრონების და ფრთიანი რაკეტების აღმოჩენისთვის.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ქმნიან ბალტიის თავდაცვის ხაზს, რომელიც ითვალისწინებს ტანკების საწინააღმდეგო ობიექტებს, ბუნკერებს, და სხვა საინჟინრო ნაგებობებს.

მოსკოვი უარყოფს ევროპის სახელმწიფოებზე თავდასხმის გეგმას. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 1 ოქტომბერს აცხადებდა, რომ რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს - თუმცა უწინ იგი გამოდიოდა გაფრთხილებით შესაძლო სამხედრო პასუხის თაობაზე, თუ კალინინგრადის ოლქს შეექმნება საფრთხე.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO: ევროკავშირი პოლიტიკურ შტორმში შედის - ბრიუსელი მოსალოდნელი პარალიზების წინაშე დგასწაიკითხე

უახლესი ამბები