იემენის საზღვართან საუდის არაბეთის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა ორი პირი
იემენის საზღვართან საუდის არაბეთის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. კოალიციის სპიკერ თურქი ალ-მალიქის განცხადებით, AH-6i ტიპის ვერტმფრენი ნაჯრანის რეგიონში ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

საუდის არაბეთის სამხედრო ძალების ცნობით, იემენის საზღვართან ახლოს მათი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
"ეროვნული გვარდიის კუთვნილი AH-6i ტიპის სადაზვერვო ვერტმფრენი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, ნაჯრანის რეგიონში, ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ჩამოვარდა და განადგურდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორივე წევრი, ორი ოფიცერი, დაიღუპა", - განაცხადა კოალიციის სპიკერმა თურქი ალ-მალიქიმ.
საუდის არაბეთი ამჟამად იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰუსიტ" მეამბოხეებთან ომშია ჩართული, რომლებმაც საუდის არაბეთის ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების მნიშვნელოვან ობიექტებსა და აეროპორტების ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს თავდასხმები.
ციტატები სტატიიდან
„ეროვნული გვარდიის კუთვნილი AH-6i ტიპის სადაზვერვო ვერტმფრენი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, ნაჯრანის რეგიონში, ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ჩამოვარდა და განადგურდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორივე წევრი, ორი ოფიცერი, დაიღუპა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.