იემენის დასავლეთში საჰაერო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა, საპასუხოდ ჰუთები საუდის არაბეთს უტევენ
ჰუთების ცნობით, იემენის თაიზის პროვინციაში საუდის არაბეთის საჰაერო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა, რის საპასუხოდაც დაჯგუფება საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და აეროპორტებზე თავდასხმების შესახებ იუწყება.

სხვათა შორის მათ დაარტყეს სამეფოში უდიდეს - ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „რას-ტანურას“, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „რაბიღსა“ და „არამკოს“ (Aramco) ობიექტზე „აბკაიყში“, ასევე - რიადში მდებარე მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და დამამში მდებარე მეფე ფაჰდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე.
საუდის არაბეთის ხელისუფლების მხრიდან ჰუთების ამ განცხადებების დადასტურება ჯერჯერობით არ ყოფილა.
იემენის დასავლეთ ნაწილში, თაიზის პროვინციაში საუდის არაბეთის მიერ საცხოვრებელ უბანზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, იტყობინებიან იემენელი - ირანთან დაკავშირებული ჰუთები.
კონფლიქტის განახლების შემდეგ, გასული თვეების განმავლობაში, მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება.
მას შემდეგ, რაც ზაფხულში მრავალწლიანი ზავი ჩაიშალა, ჰუთები და საერთაშორისოდ აღიარებული იემენის მთავრობა, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს, ერთმანეთს ყოველდღიურად უტევენ. ბოლო კვირების განმავლობაში, დაჯგუფებამ საუდის არაბეთზე თავდასხმები გააძლიერა.
„საწყისი მონაცემებით, 12 მოქალაქე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის მტრულმა ძალებმა მაყბანას რაიონის დასახლება ალ-ბარაში იბრაჰიმ საიდ მუჰამედ აჰმედ ალ-ყუზისა და ალ-რაბი საიდ მუჰამედ აჰმედ ალ-ყუზის ოჯახების საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს“, - ნათქვამია ჰუთების ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დაჯგუფების საინფორმაციო სააგენტო „საბამ“ გაავრცელა.
გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ იემენში 1 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 275 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებულია.
ოთხშაბათს, ჰუთების ცნობით, საუდის არაბეთის მიერ ბენზინგასამართ სადგურსა და ბაზარზე განხორციელებული იერიშების შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაჯგუფებამ დაბომბა ადანის აეროპორტი დაბომბა, სადაცხ ბინა უდევს მთვრობას და რის გამოც რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
ივლისში 2022 წლის მყიფე ზავი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ჰუთებმა, საუდის არაბეთის მიერ იემენის საჰაერო სივრცეზე დაწესებული კონტროლის საპირისპიროდ, იემენის დედაქალაქ სანაში ირანულ თვითმფრინავს დაშვების უფლება მისცეს, რასაც თავდასხმების ტალღა მოჰყვა.
მოგვიანებით, ჰუთებმა საუდის არაბეთის საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს და მის გემებზე, ტერიტორიასა და ნავთობობიექტებზე იერიშების მიტანა დაიწყეს, რის შემდეგაც, ელვისებური კამპანიის შედეგად, იემენის წითელი ზღვის მთელი სანაპირო დაიკავეს.
თავის მხრივ, ჰუთები საუდის არაბეთის მხრიდან განხორციელებული ხშირი საჰაერო დარტყმების შესახებ იუწყებიან.
იემენი 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჰუთებმა დედაქალაქი დაიკავეს, ომის ქარცეცხლშია გახვეული. ერთი წლის შემდეგ კი, კონფლიქტში მთავრობის მხარდასაჭერად საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილი კოალიციაც ჩაერთო.
ციტატები სტატიიდან
„საწყისი მონაცემებით, 12 მოქალაქე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის მტრულმა ძალებმა მაყბანას რაიონის დასახლება ალ-ბარაში იბრაჰიმ საიდ მუჰამედ აჰმედ ალ-ყუზისა და ალ-რაბი საიდ მუჰამედ აჰმედ ალ-ყუზის ოჯახების საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…