პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარკო რუბიო: პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება. ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენა ექნება სანქციებისა და ტარიფების დაწესებას გლობალურ ეკონომიკაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იმიტომ შეაჩერა, რომ 60 დღეში გააანალიზოს მათი და თანმდევი ტარიფების გავლენა გლობალურ და ამერიკულ ეკონომიკაზე.

მარკო რუბიო: პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება. ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენა ექნება სანქციებისა და ტარიფების დაწესებას გლობალურ ეკონომიკაზე
იმედინიუსი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება განმარტა. მისი თქმით, ტრამპს 60 დღის განმავლობაში სურს გააანალიზოს, რა გავლენა ექნება ამ სანქციებს ამერიკულ და მსოფლიო ეკონომიკაზე.

ამ თემაზე რუბიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„პრობლემა ის არის, რომ ეს სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხებოდა. ისინი ითვალისწინებს ტარიფებს რიგი ქვეყნების მიმართ - მაგალითად, ინდოეთისა და სხვების. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს სურს ეს 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რას ნიშნავს როგორც სანქციების, ისე ტარიფების შემოღება მსოფლიო ეკონომიკისა და თუნდაც აშშ-ის ეკონომიკისთვის“, - განმარტა რუბიომ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ენერგომატარებლების მსოფლიო ფასებზე გავლენა არა მხოლოდ ირანსა და ჰორმუზის სრუტეში არსებულ სიტუაციას აქვს, არამედ ჰუსიტების თავდასხმებს საუდის არაბეთზე და ომს რუსეთსა და უკრაინას შორის, „სადაც იერიშები მიაქვთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომარკო რუბიო: პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე
  2. POSTVსამთავრობომარკო რუბიო: “პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე”
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები