საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესის ზედამხედველობისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა
„საქართველოს რკინიგზამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი 17.74 კმ სიგრძის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ზედამხედველობისთვის საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესის ზედამხედველობისთვის შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში დაახლოებით 17.74 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის, ახალი სადგურის, სარკინიგზო კვანძისა და სხვა დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის ზედამხედველობაში დაინტერესებულ საკონსულტაციო კომპანიებს განაცხადის წარდგენა 17 ნოემბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ.
ინტერესთა გამოხატვის პროცესი მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით ხორციელდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.