საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს, 150 პოლიციელი კი დაშავდა
საფრანგეთში მიმდინარე აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს და 150 პოლიციელი დაშავდა — განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ. შექმნილი მძიმე ვითარებისა და ზარალის გამო ქალაქების მერები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს, 150 პოლიციელი კი დაშავდა.
„სასწაულია, რომ დაშავებულთა და დაზარალებულთა რიცხვი უფრო დიდი არ არის“, – განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პარიზში, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა.
ამასთან, რამდენიმე ქალაქის, მათ შორის დედაქალაქის მერი, სებასტიან ლეკორნუსთან შეხვედრას ითხოვენ.
„ზარალის მასშტაბისა და შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, ვითხოვთ, მომავალი კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრს შევხვდეთ, დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერების მონაწილეობით“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.
ციტატები სტატიიდან
„სასწაულია, რომ დაშავებულთა და დაზარალებულთა რიცხვი უფრო დიდი არ არის“
„ზარალის მასშტაბისა და შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, ვითხოვთ, მომავალი კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრს შევხვდეთ, დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერების მონაწილეობით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.