ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გურამ მაჭარაშვილი – „ფარას“ კანონის გამკაცრება თუ სჭირდება აშშ-ს, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკაში „ფარას“ კანონის გამკაცრება ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გამჭვირვალობის კანონის სისწორეს. მისი თქმით, თუ ასეთი კანონი აშშ-ს სჭირდება, მით უმეტეს საჭიროა საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია.

გურამ მაჭარაშვილი – „ფარას“ კანონის გამკაცრება თუ სჭირდება აშშ-ს, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია
გურამ მაჭარაშვილი – „ფარას“ კანონის გამკაცრება თუ სჭირდება აშშ-ს, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტიაპირველი არხი

ამერიკაში „ფარას“ გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წელს „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელიც შემდეგ პარლამენტმა ამერიკული „ფარას“ ანალოგის სახით მიიღო, ოპოზიციამ და უცხოურმა ძალებმა მაინც დაიწუნეს.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2023 წელს ჩვენ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, თუმცა შემდგომ მივიღეთ ამერიკული „ფარას“ ანალოგი, რომელიც ასევე დაიწუნეს უცხოურმა ძალებმა და ქართულმა ოპოზიციამ. ასეთი კანონი თუ სჭირდება ისეთ ქვეყანას, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა ის საქართველოსთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „კანონები ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი აშშ-ში მოქმედებენ უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით და კონტროლით“. ამასთან, კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მოამზადა „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, ინფლუენსერებზეც გავრცელდეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2023 წელს ჩვენ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, თუმცა შემდგომ მივიღეთ ამერიკული „ფარას“ ანალოგი, რომელიც ასევე დაიწუნეს უცხოურმა ძალებმა და ქართულმა ოპოზიციამ. ასეთი კანონი თუ სჭირდება ისეთ ქვეყანას, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა ის საქართველოსთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტია“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.