აშშ-ში ისედაც ძალიან მკაცრი კანონი კიდევ უფრო მკაცრდება და მიზანი გახლავთ, რომ აშშ-ში არ შეაღწიოს უცხოური ძალების ინტერესებმა, მათ შორის, უცხოურმა ფულმა, თქვენ წარმოიდგინეთ, თუ აშშ-ს ეს სჭირდება, როგორ სჭირდება საქართველოს - გურამ მაჭარაშვილი
პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა შეფასება გააკეთა აშშ-ში უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მოსალოდნელ გამკაცრებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ სუვერენიტეტის დასაცავად მკაცრი რეგულაციები აშშ-ს სჭირდება, საქართველოსთვის ეს მით უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ინიცირების სისწორეს.

აშშ-ში უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მოსალოდნელ გამკაცრებას პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.
მისი განცხადებით, თუკი სუვერენიტეტის დასაცავად მკაცრი რეგულაციები შეერთებულ შტატებს სჭირდება, საქართველოსთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც ჩვენ, "ხალხის ძალამ" დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და შემდგომ უკვე მივიღეთ FARA-ს ანალოგიური.
ვიცით რომ, მათ შორის, შეერთებულ შტატებში ისედაც ძალიან მკაცრი კანონი კიდევ უფრო მკაცრდება და მიზანი გახლავთ ის, რომ შეერთებულ შტატებში არ შეაღწიოს უცხოური ძალების ინტერესებმა, მათ შორის, უცხოურმა ფულმა.
თქვენ წარმოიდგინეთ, თუ შეერთებულ შტატებს ეს სჭირდება და ნამდვილად სჭირდება, როგორ სჭირდება ეს საქართველოს. ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ნაბიჯები იყო მართალი. ეს არის ზუსტად მიზანი, რომ არსებობდეს ქვეყანაში ისეთი კანონი, რომლითაც უნდა დარეგულირდეს უცხოური ფულის შემოსვლა საქართველოში. რომ საქართველოს სახელმწიფომ იცოდეს, ვინ რა თანხებს რიცხავს და რა მიზნით საქართველოში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებულია FARA-ს კანონმდებლობის გამკაცრების პაკეტი, რომელიც სოციალური ქსელების ინფლუენსერებსაც ეხება.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დააანონსა ყველა იმ უცხოელის ვიზის გაუქმება, რომელიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და სავალდებულო რეგისტრაციას არ გაივლის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიგურამ მაჭარაშვილი – „ფარას“ კანონის გამკაცრება თუ სჭირდება აშშ-ს, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია
- POSTVგურამ მაჭარაშვილი: “თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ,
ციტატები სტატიიდან
„დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და შემდგომ უკვე მივიღეთ FARA-ს ანალოგიური. ვიცით რომ, მათ შორის, შეერთებულ შტატებში ისედაც ძალიან მკაცრი კანონი კიდევ უფრო მკაცრდება და მიზანი გახლავთ ის, რომ შეერთებულ შტატებში არ შეაღწიოს უცხოური ძალების ინტერესებმა, მათ შორის, უცხოურმა ფულმა. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ შეერთებულ შტატებს ეს სჭირდება და ნამდვილად სჭირდება, როგორ სჭირდება ეს საქართველოს. ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ნაბიჯები იყო მართალი. ეს არის ზუსტად მიზანი, რომ არსებობდეს ქვეყანაში ისეთი კანონი, რომლითაც უნდა დარეგულირდეს უცხოური ფულის შემოსვლა საქართველოში. რომ საქართველოს სახელმწიფომ იცოდეს, ვინ რა თანხებს რიცხავს და რა მიზნით საქართველოში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…