გურამ მაჭარაშვილი: “თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ,
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკაში FARA-ს კანონის გამკაცრება ადასტურებს საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღების სისწორეს. მისი თქმით, თუ მსგავსი კანონი ამერიკას სჭირდება, ის მით უფრო საჭიროა საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტია.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2023 წელს ჩვენ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, თუმცა შემდეგ მივიღეთ ამერიკული FARA-ს (ამერიკაში მოქმედი კანონის) ანალოგი, რომელიც ასევე დაიწუნეს [უცხოურმა ძალებმა და ქართულმა ოპოზიციამ]”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან.
“თუ ასეთი კანონი ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა ის საქართველოსთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტია. ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2აშშ-ში ისედაც ძალიან მკაცრი კანონი კიდევ უფრო მკაცრდება და მიზანი გახლავთ, რომ აშშ-ში არ შეაღწიოს უცხოური ძალების ინტერესებმა, მათ შორის, უცხოურმა ფულმა, თქვენ წარმოიდგინეთ, თუ აშშ-ს ეს სჭირდება, როგორ სჭირდება საქართველოს - გურამ მაჭარაშვილი
- პირველი არხიგურამ მაჭარაშვილი – „ფარას“ კანონის გამკაცრება თუ სჭირდება აშშ-ს, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…