ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – მსოფლიოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმ წესების გამკაცრება, რომელიც უცხოეთიდან პოლიტიკის აკრძალვას და შეზღუდვას გულისხმობს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მსოფლიოში აქტუალური ხდება უცხოეთიდან პოლიტიკის აკრძალვისა და შეზღუდვის წესების გამკაცრება. მისი თქმით, აშშ-ში „ფარას“ კანონმდებლობის გამკაცრებული რეგულაციები ინიცირდება, ხოლო საქართველოში მიღებული მსგავსი კანონი სრულიად ამერიკული შინაარსის იყო, რომელსაც უსამართლოდ „რუსული კანონი“ დაარქვეს.

დავით მათიკაშვილი – მსოფლიოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმ წესების გამკაცრება, რომელიც უცხოეთიდან პოლიტიკის აკრძალვას და შეზღუდვას გულისხმობს
დავით მათიკაშვილი – მსოფლიოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმ წესების გამკაცრება, რომელიც უცხოეთიდან პოლიტიკის აკრძალვას და შეზღუდვას გულისხმობსპირველი არხი

მსოფლიოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმ წესების გამკაცრება, რომელიც უცხოეთიდან პოლიტიკის აკრძალვას და შეზღუდვას გულისხმობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.

მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით „უსამართლობა იყო ის კამპანია, რომელიც როგორც ევრობიუროკრატების, ასევე ყოფილი ადმინისტრაციის მიერ იყო ნაკარნახევი“.

„გამორჩეული ადგილი ამერიკას აქვს, სადაც „ფარა“ მოქმედებს. მისი ანალოგი საქართველოში მივიღეთ, რომელსაც სრულიად უსამართლოდ „რუსული კანონი“ დაარქვეს, არადა, თავიდან-ბოლომდე ამერიკული შინაარსის იყო. ვხედავთ, რომ ამერიკაში „ფარას“ კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული რეგულაციები ინიცირდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოში აქტუალური საკითხია საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვან, რომელიც გარე ძალებისგან მომდინარეობს. ვხედავთ, თუ როგორი უსამართლობა იყო ის კამპანია, რომელიც როგორც ევრობიუროკრატების, ასევე ყოფილი ადმინისტრაციის მიერ იყო ნაკარნახევი. ეს ყველაფერი იყო ტყუილი და საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამორჩეული ადგილი ამერიკას აქვს, სადაც „ფარა“ მოქმედებს. მისი ანალოგი საქართველოში მივიღეთ, რომელსაც სრულიად უსამართლოდ „რუსული კანონი“ დაარქვეს, არადა, თავიდან-ბოლომდე ამერიკული შინაარსის იყო. ვხედავთ, რომ ამერიკაში „ფარას“ კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული რეგულაციები ინიცირდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოში აქტუალური საკითხია საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვან, რომელიც გარე ძალებისგან მომდინარეობს. ვხედავთ, თუ როგორი უსამართლობა იყო ის კამპანია, რომელიც როგორც ევრობიუროკრატების, ასევე ყოფილი ადმინისტრაციის მიერ იყო ნაკარნახევი. ეს ყველაფერი იყო ტყუილი და საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მეტად გამკაცრებას ფიქრობს აშშ "ფარას" კანონმდებლობის, ვინაიდან ეს კანონი იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს - ლევან მაჭავარიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები