ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულდან გადახტა
ბათუმში, ბინის ჩხრეკისა და ნარკოტიკის აღმოჩენის შემდეგ, მოქალაქე მეოთხე სართულიდან გადახტა და ავტომობილს დაეცა; შსს-ს ცნობით, სამი პირი ნარკოდანაშაულშია მხილებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ბათუმში, კონკრეტულ ბინაში ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადახტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ვფლობთ.
ბინაში მასთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, სამივე პირი იდენტიფიცირებულია, საგამოძიებო მოქმედებები კი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა უწყებაში მათი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
„აჭარა თაიმსი“ თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმომხტარი პირი ავტომობილს დაეცა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ სამივე პირი ნარკოდანაშაულშია მხილებული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.