ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ამოღებულია კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ და 400 გრ-მდე სინთეზური ნარკოტიკი – დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, რომელთაგან 3 უცხოელია. შსს-ს ცნობით, ჩხრეკის შედეგად 1 კილოგრამზე მეტი გამომშრალი მარიხუანა და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი ამოიღეს.

ამოღებულია კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ და 400 გრ-მდე სინთეზური ნარკოტიკი – დაკავებულია 6 პირი
ამოღებულია კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ და 400 გრ-მდე სინთეზური ნარკოტიკი – დაკავებულია 6 პირიალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში, სხვადასხვა დროს 6 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 1 კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 1 კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობობათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი​
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები