ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაცი, რომლის დასაკავებლადაც პოლიცია ბინაში შევიდა, მეოთხე სართულიდან გადახტა - შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, პოლიციისგან თავის არიდების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქე მეოთხე სართულიდან გადახტა და გაჩერებულ ავტომობილს დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ბინაში ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო არსებობის შემოწმებას მოჰყვა.

კაცი, რომლის დასაკავებლადაც პოლიცია ბინაში შევიდა, მეოთხე სართულიდან გადახტა - შემთხვევა ბათუმში
კაცი, რომლის დასაკავებლადაც პოლიცია ბინაში შევიდა, მეოთხე სართულიდან გადახტა - შემთხვევა ბათუმშიTV პირველი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა - ინფორმაციას interpressnews.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციისთვის ბინაში ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო არსებობის შესახებ გახდა ცნობილი. დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით კი, ერთ-ერთი მამაკაცი საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადახტა და იქვე გაჩერებულ ავტომობილს დაეცა.

დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ და საქმეში მონაწილე სამივე პირი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, უკვე იდენტიფიცირებულია. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულდან გადახტაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები