ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში კუსტარულად მოწყობილი სათბური აღმოაჩინეს – ამოღებულია „მეფედრონი“, „ჰაშიში“ დ „კანაფი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობებით, ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ნაქირავებ ბინაში კუსტარულად მოწყობილი სათბური აღმოაჩინეს. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეფედრონი“, „ჰაშიში“ და „კანაფი“.

თბილისში კუსტარულად მოწყობილი სათბური აღმოაჩინეს – ამოღებულია „მეფედრონი“, „ჰაშიში“ დ „კანაფი“
თბილისში კუსტარულად მოწყობილი სათბური აღმოაჩინეს – ამოღებულია „მეფედრონი“, „ჰაშიში“ დ „კანაფი“ალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში, სხვადასხვა დროს, 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის 3 და საქართველოს 1 მოქალაქე.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბათუმში ნაქირავებ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდა.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: 25 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“, 20 შეკვრა „ჰაშიში“ და 4 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“.

სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 4 პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები