ირაკლი კობახიძე შესაძლო საკადრო ცვლილებებზე - 3-თვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ამ თემას, მერამდენე 3 თვე გავიდა, აღარ ვიცი, ასე ქმნიან ხელოვნურად დღის წესრიგს - პოლიტსაბჭო გაფართოვდა ორი წევრით, სხვა საკადრო საკითხი არ განხილულა
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მისი შესაძლო გადადგომის შესახებ საუბრები ხელოვნურად შექმნილი დღის წესრიგია. პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტსაბჭო ორი წევრით გაფართოვდა და სხვა საკადრო საკითხი არ განხილულა.

ეტყობა 3 თვე გავიდა, 3-თვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ამ თემას, მერამდენე 3 თვე გავიდა, აღარ ვიცი. რა ვიცი, ასე ქმნიან ხოლმე ხელოვნურად დღის წესრიგს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, იყო თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომაზე საკადრო ცვლილებებზე საუბარი, მათ შორის, მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე.
როგორც კობახიძე განმარტავს, პოლიტსაბჭოს გაფართოების და ორი წევრის დამატების გარდა, იქ სხვა საკითხებზე საუბარი არ ყოფილა.
„ერთადერთი საკადრო საკითხი იქნა განხილული, როგორც მოგეხსენებათ, პოლიტსაბჭო გაფართოვდა ორი წევრით, ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე დაემატნენ პოლიტსაბჭოს, სხვა არც ერთი საკადრო საკითხი არ ყოფილა განხილული“, - განაცხადა კობახიძემ.
ციტატები სტატიიდან
„ერთადერთი საკადრო საკითხი იქნა განხილული, როგორც მოგეხსენებათ, პოლიტსაბჭო გაფართოვდა ორი წევრით, ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე დაემატნენ პოლიტსაბჭოს, სხვა არც ერთი საკადრო საკითხი არ ყოფილა განხილული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.