ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

ქართული ოცნებასაქართველოს მთავრობა

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, პრემიერ ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ ხმები უსაფუძვლოა, ხოლო პარტიის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ყველა სიტყვა მის მიმართ მხოლოდ საქებარი იყო.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარირუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი კირცხალიამ, მედიასთან საუბრის დროს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის შესახებ აგორებულ ხმებზე, რომ თითქოს, ირაკლი კობახიძე გადადგებოდა ან თანამდებობას დაატოვებინებდნენ.

კირცხალიას განმარტებით, როგორც "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, ისე უმრავლესობის სხდომაზე, ირაკლი კობახიძეზე საუბარი ნამდვილად იყო, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მასზე ბევრი ისაუბრა, თუმცა, ყველა სიტყვა იყო საქებარი. მისივე თქმით, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას და მხარს უჭერს ირაკლი კობახიძეს.

"ნამდვილად იყო საუბარი ბატონ პრემიერზე, მათ შორის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ნამდვილად ბევრი ისაუბრა მასზე, მაგრამ, აბსოლუტურად ყველა სიტყვა იყო საქებარი მის მიმართ. რა თქმა უნდა, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძისადმი გამოთქმულ მხარდაჭერასა და შექებაში, რადგან, მისი მეთაურობით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან კარგად და არათუ რაიმე მიზეზი არსებობს მისი გადადგომის, არამედ, აბსოლუტურად ყველა განვლილი დღე ადასტურებს, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა, ყველაზე მეტი დრო დაუთმო მასზე საუბარს და ეს საუბარი იყო მხოლოდ ირაკლი კობახიძის შექება.

როდესაც ასეთი მოცემულობაა და ყველა ხედავს, თუ როგორი წესიერი, შრომისმოყვარე და პატიოსანი პრემიერი ჰყავს ქვეყანას და ოპოზიცია კიდევ მსგავს ჭორებს ავრცელებს, ძალიან კარგად ჩანს, თუ სად და როგორ მდგომარეობაში არიან ისინი," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნამდვილად იყო საუბარი ბატონ პრემიერზე, მათ შორის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ნამდვილად ბევრი ისაუბრა მასზე, მაგრამ, აბსოლუტურად ყველა სიტყვა იყო საქებარი მის მიმართ. რა თქმა უნდა, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძისადმი გამოთქმულ მხარდაჭერასა და შექებაში, რადგან, მისი მეთაურობით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან კარგად და არათუ რაიმე მიზეზი არსებობს მისი გადადგომის, არამედ, აბსოლუტურად ყველა განვლილი დღე ადასტურებს, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა, ყველაზე მეტი დრო დაუთმო მასზე საუბარს და ეს საუბარი იყო მხოლოდ ირაკლი კობახიძის შექება. როდესაც ასეთი მოცემულობაა და ყველა ხედავს, თუ როგორი წესიერი, შრომისმოყვარე და პატიოსანი პრემიერი ჰყავს ქვეყანას და ოპოზიცია კიდევ მსგავს ჭორებს ავრცელებს, ძალიან კარგად ჩანს, თუ სად და როგორ მდგომარეობაში არიან ისინი,“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: “პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები