ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს" - რას ამბობს ირანის პრეზიდენტი კობახიძესთან შეხვედრაზე?

საქართველოს მთავრობა

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თბილისსა და თეირანს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ და სატრანსპორტო მარშრუტებით საქართველოს ირანის გავლით სპარსეთის ყურესთან, ინდოეთსა და ავღანეთთან დაკავშირება შეუძლია.

"ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს" - რას ამბობს ირანის პრეზიდენტი კობახიძესთან შეხვედრაზე?
"ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს" - რას ამბობს ირანის პრეზიდენტი კობახიძესთან შეხვედრაზე?BM.GE

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. ირანის ლიდერის განცხადებით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სატრანზიტო და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს ერევანში შეხვდა, სადაც გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტში მონაწილეობდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა საქართველოში ირანის საელჩომ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროში პოზიტიურ თანამშრომლობას.

როგორც ფეზეშქიანმა აღნიშნა, თეირანსა და თბილისს შორის ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია, განსაკუთრებით კი სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტების მიმართულებით.

"ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება. არსებობს მარშრუტები, რომლებიც ჩვენ ევროპასთან, ხოლო მათ [საქართველოს] ირანის გავლით - სპარსეთის ყურესთან, ავღანეთთან, ინდოეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

გარდა ეკონომიკური საკითხებისა, ფეზეშქიანმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებსა და ფერეიდნელ ქართველებზეც.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. აქ, ფერეიდანში, ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან. მათ სახელებში, საქმიანობასა და მეტყველებაში დღემდე შემორჩენილია ქართული ფესვები და ისინი ერთმანეთთან კვლავ ქართულად საუბრობენ. ჩვენც ძალიან თბილი და გულითადი ურთიერთობა გვაქვს", - აღნიშნა მან.

მასუდ ფეზეშქიანის კომენტარის ქართულ თარგმანს საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.

748%-ით გაზრდილი ექსპორტი და შემცირებული ტურიზმი - როგორია ეკ. კავშირები ირანთან

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება. არსებობს მარშრუტები, რომლებიც ჩვენ ევროპასთან, ხოლო მათ [საქართველოს] ირანის გავლით - სპარსეთის ყურესთან, ავღანეთთან, ინდოეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის“
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. აქ, ფერეიდანში, ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან. მათ სახელებში, საქმიანობასა და მეტყველებაში დღემდე შემორჩენილია ქართული ფესვები და ისინი ერთმანეთთან კვლავ ქართულად საუბრობენ. ჩვენც ძალიან თბილი და გულითადი ურთიერთობა გვაქვს“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები