ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ფეზეშქიანმა ფერეიდნელ ქართველებზე ისაუბრა

ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მან ფერეიდნელ ქართველებზე ისაუბრა და კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას გაუსვა ხაზი. მან ასევე აღნიშნა სატრანზიტო მარშრუტებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ფეზეშქიანმა ფერეიდნელ ქართველებზე ისაუბრა
კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ფეზეშქიანმა ფერეიდნელ ქართველებზე ისაუბრარადიო თავისუფლება

ფეზეშქიანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა და ფერეიდნელი ქართველებიც ახსენა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. ირანში, განსაკუთრებით ფერეიდანში, ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან. მათ სახელებში, საქმიანობასა და მეტყველებაში დღემდე შემორჩენილია ქართული ფესვები და ისინი ერთმანეთში კვლავ ქართულად საუბრობენ. ჩვენც ძალიან თბილი და გულითადი ურთიერთობა გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ვესაუბრეთ. ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება“, - თქვა ფეზეშქიანმა.

მისივე თქმით, არსებობს მარშრუტები, რომლებიც ირანს ევროპასთან, ხოლო საქართველოს ირანის გავლით სპარსეთის ყურესთან, ავღანეთთან, ინდოეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს.

„ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ფეზეშქიანის სიტყვების ქართულ თარგმანს საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს. მისი განცხადების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Iran Press-ზეც.

ირანის ელჩის განცხადებები

ფერეიდნელ ქართველებზე ბოლო პერიოდში ისაუბრა საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმაც.

სექტემბერში მან გააკრიტიკა საქართველოს გადაწყვეტილება, დაეცვა აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ელჩის შეფასებით, საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მხოლოდ ტურიზმს არ დააზარალებდა და გავლენას მოახდენდა სავაჭრო, ეკონომიკურ, ოჯახურ და სოციალურ კავშირებზე, მათ შორის ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობაზეც.

გარდა ამისა, ირანის ელჩი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც საუბრობდა.

13 აგვისტოს მოჯანიმ განაცხადა, რომ საქართველოს ლოჯისტიკური შესაძლებლობები შესაძლოა მომავალში ავღანეთის სავაჭრო ქსელის ნაწილი გახდეს. მისი თქმით, განიხილებოდა შავი ზღვის გავლით ავღანეთთან სავაჭრო მარშრუტის შექმნის შესაძლებლობა.

ამ საკითხზე საუბრისას ელჩმა საქართველოდან ავღანეთში ავტომობილების რეექსპორტის არასწორი სტატისტიკაც მოიყვანა.

ამასთან, ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან ირანში.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე თბილისს თეირანთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები არ შეუწყვეტია.

საქართველოს ხელისუფლებას ირანთან მჭიდრო კავშირების გამო ხშირად აკრიტიკებენ ვაშინგტონში. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურია რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. ირანში, განსაკუთრებით ფერეიდანში, ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან. მათ სახელებში, საქმიანობასა და მეტყველებაში დღემდე შემორჩენილია ქართული ფესვები და ისინი ერთმანეთში კვლავ ქართულად საუბრობენ. ჩვენც ძალიან თბილი და გულითადი ურთიერთობა გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ვესაუბრეთ. ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება“
ფეზეშქიანი
„ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მასუდ ფეზეშქიანი – ფერეიდანში ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან, ჩვენ თბილი ურთიერთობა გვაქვს, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები