პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირანის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

ქართული ოცნება

ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ერევანში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას მან ფერეიდნელ ქართველებსა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და სატრანზიტო კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრა.

ირანის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს
TV პირველი

ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძესთან ფერეიდნელ ართველებზე ისაუბრა - მასუდ ფეზეშქიანმა ერევნიდან თეირანში დაბრუნების შემდეგ სომხეთში გამართული შეხვედრები შეაჯამა. სწორედ მათ შორის იყო მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურთან/

ფეზეშქიანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა და დასძინა, რომ "ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება".

"საქართველოს პრემიერმინისტრს ვესაუბრეთ. აქ, ფერეიდანში, ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან. მათ სახელებში, საქმიანობასა და მეტყველებაში დღემდე შემორჩენილია ქართული ფესვები და ისინი ერთმანეთთან კვლავ ქართულად საუბრობენ. ჩვენც ძალიან თბილი და გულითადი ურთიერთობა გვაქვს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ვესაუბრეთ. ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება. არსებობს მარშრუტები, რომლებიც ჩვენ ევროპასთან, ხოლო მათ ირანის - სპარსეთის ყურესთან, ავღანეთთან, ინდოეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს.

ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის"- თქვა ფეზეშქიანმა.

ფეზეშქიანის სიტყვების ქართულ თარგმანს საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს. მისი განცხადების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Iran Press-ზეც.

ირანის პრეზიდენტის და კობახიძის შეხვედრა ერევანში 16 ოქტომბერს გაიმართა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ფეზეშქიანმა ფერეიდნელ ქართველებზე ისაუბრა
  2. პირველი არხისამთავრობომასუდ ფეზეშქიანი – ფერეიდანში ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან, ჩვენ თბილი ურთიერთობა გვაქვს, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრე
  3. BM.GEოპოზიციური"ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს" - რას ამბობს ირანის პრეზიდენტი კობახიძესთან შეხვედრაზე?
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები