ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მასუდ ფეზეშქიანი – ფერეიდანში ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან, ჩვენ თბილი ურთიერთობა გვაქვს, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრე

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერევანში გამართულ შეხვედრაზე ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა შთამომავლებსა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მასუდ ფეზეშქიანი – ფერეიდანში ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან, ჩვენ თბილი ურთიერთობა გვაქვს, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრე
მასუდ ფეზეშქიანი – ფერეიდანში ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან, ჩვენ თბილი ურთიერთობა გვაქვს, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეპირველი არხი

საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის კომენტარს, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერევანში შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ფეზეშქიანი აღნიშნავს, საქართველოს და ირანს შეუძლიათ ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა შთამომავლებსაც.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. აქ, ფერეიდანში ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან. მათ სახელებში, საქმიანობასა და მეტყველებაში დღემდე შემორჩენილია ქართული ფესვები. ისინი ერთმანეთთან კვლავ ქართულად საუბრობენ. ჩვენც ძალიან თბილი და გულითადი ურთიერთობა გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ვესაუბრეთ.

ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება. არსებობს მარშრუტები, რომლებიც ჩვენ ევროპასთან, ხოლო მათ ირანის – სპარსეთის ყურესთან, ავღანეთთან, ინდოეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის შეხვედრა გუშინ ერევანში, გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. აქ, ფერეიდანში ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან. მათ სახელებში, საქმიანობასა და მეტყველებაში დღემდე შემორჩენილია ქართული ფესვები. ისინი ერთმანეთთან კვლავ ქართულად საუბრობენ. ჩვენც ძალიან თბილი და გულითადი ურთიერთობა გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ვესაუბრეთ. ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება. არსებობს მარშრუტები, რომლებიც ჩვენ ევროპასთან, ხოლო მათ ირანის – სპარსეთის ყურესთან, ავღანეთთან, ინდოეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„შეურაცხყოფაა ტრამპისთვის“ - უილსონი კობახიძისა და ფეზეშქიანის შეხვედრაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები