პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზირებული ოპოზიციური ველი

საკონსტიტუციო სასამართლოლელონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებაფედერალისტები

"ქართული ოცნება" ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლო განხილვებს მომდევნო კვირიდან დაიწყებს. დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები კონსტიტუციურ წყობილებას ესხმიან თავს და ქვეყნის გარედან დაფინანსებულ აგენტურას წარმოადგენენ.

დღეს გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, სავარაუდოდ, საუბარი საკონსტიტუციო სარჩელსაც შეეხება.

სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომებს მომდევნო კვირიდან გამართავს. ვინ დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს - ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბათუმში ჩავა "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა". ქუჩაში აპირებს ყოფნას თამარ ჩერგოლეიშვილი, ნიკა გვარამია კი დარბაზში იქნება. ფიქრს აგრძელებს გახარიას პარტია.

კონკრეტულია "ქართული ოცნების" პოზიცია, სადაც ოპოზიციური პარტიების ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, პარტიების აკრძალვის საკითხის დაყენება საკონსტიტუციო სასამართლოში აბსოლუტურად ბუნებრივი მოცემულობაა და დემოკრატიას თავდაცვისუნარიანობა სჭირდება:

"ე.წ პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში კოლექტიური "ნაცმოძრაობა", რომელიც გამოირჩეოდა და გამოირჩევა კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმით, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით, მუდმივად არეულობის, ხელისუფლების დამხობის მცდელობით.

პარტიები, რომლებიც პირდაპირ მუდმივად იღებენ დავალებას და დაფინანსებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, წარმოადგენენ რეალურად აგენტურულ ქსელს საკუთარ სამშობლოში. ბუნებრივია, რომ ასეთი პარტიების აკრძალვის საკითხის დაყენება საკონსტიტუციო სასამართლოში არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოცემულობა. დემოკრატიას კი სჭირდება თავდაცვისუნარიანობა. სწორედ ამ მიზნით მომზადდა კონსტიტუციური სასჯელი და წარედგინა ის საკონსტიტუციო სასამართლოს.

ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზირებული ოპოზიციური ველი და შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ბუნებრივია ეს საკითხი უშლის ხელს.

ნაწილი აცხადებს, რომ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს, ნაწილს გარეთ სურს ყოფნა, ამით პრაქტიკულად არაფერი იცვლება, ზოგმა პირდაპირ დაყარა ფარხმალი და გამოაცხადა კაპიტულაცია, ნაწილი ფიქრობს, რომ გარკვეული არგუმენტებით დაიცავს თავს, თუმცა დიდი ეჭვია, თუ რა ფორმით და რა სახით შეიძლება იქ არგუმენტის მოძებნა, სადაც არგუმენტი ელემენტარულად არ არსებობს." - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზირებული ოპოზიციური ველი და შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ბუნებრივია, ეს საკითხი ხელს უშლის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შლეიფი ის არ არის, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, არამედ მათი საქმიანობაა, რომელიც ანტიკონსტიტუციურ მიზნებს წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის ნგრევაზეა მიმართული - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები