პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე888 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეგიორგი კახიანი: ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში888 ჩანაწერი · 13 მედია

დავით მათიკაშვილი: თუ ანტიკონსტიტუციური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია გერმანიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, თუ ამას ევროკომისრები დემოკრატიის წინსვლად აფასებენ, საქართველოში "რუსულ კანონს" ვიღებთ ისევ?!

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ თუ ევროპაში ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას დემოკრატიად მიიჩნევენ, საქართველოზე კრიტიკა უსაფუძვლოა და ხელისუფლება „ბრძოლისუნარიანი დემოკრატიის პრინციპებს ბოლომდე გაიტანს“.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ისაუბრა. შეკითხვაზე, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, ხომ არ დაზარალდება ქვეყნის საგარეო იმიჯი უცხოელ პარტნიორებთან, მათიკაშვილი პასუხობს, რომ თუ სხვა ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, ან თუნდაც უკრაინასა და მოლდოვაში, დასაბუთებული არგუმენტებით მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დასაშვები და მისაღებია, რატომ არ არის ეს მისაღები საქართველოსთვის?

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, დაუსაბუთებელი ბრალდებებით სავსე კრიტიკა და რეზოლუციები არაერთხელ გაჟღერებულა.

"რაც შეეხება ბრძოლისუნარიანი დემოკრატიის საკითხს და კრიტიკას ჩვენ აქამდეც არაერთგზის მოგვისმენია აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებებით სავსე კრიტიკა, რეზოლუციები, რომელიც მართლა ჩალის ფასი ღირს, და თუკი ანტიკონსტიტუციური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია გერმანიაში, თუკი ანტიკონსტიტუციური პარტიის აკრძალვაა შესაძლებელი უკრაინაში, მოლდოვაში, თუ ამ ყველაფერს ევროკომისრები დემოკრატიის წინსვლად აფასებენ და აქებენ, საქართველოში "რუსულ კანონს" ვიღებთ ისევ?

აი ამ მოცემულობაში ვართ და ჩვენი ჩვენი ბრძოლისუნარიანი დემოკრატიის პრინციპებს გავიტანთ ბოლომდე. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი საზოგადოების ნდობა, ჩვენი ლეგიტიმაცია მოდის ჩვენი ხალხისგან და ეს არ არის მოგონილი, არც მემკვიდრეობით მიღებული, არც სადღაც ქუჩაში ნაპოვნი, არც ციდან ჩამოვარდნილი ბენეფიტი. ეს ხალხისგან, იმ საქმიდან გამომდინარე არის დაფასება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" 2012 წლიდან დღემდე აკეთებს და ამ ნდობას ჩვენ ვერ გავფლანგავთ ვერც ერთი ფოჩიანი კანფეტის და წითელი ხალიჩის გამო, რაზედაც სიარულის სანაცვლოდ ქვეყნის დანგრევისკენ გვიბიძგებდნენ, არ გადავდგით ეს ნაბიჯები და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა არ გადადგა ეს ნაბიჯი ყველაფრის მიუხედავად, რა ზეწოლაც მასზე მოდიოდა და მოდის. აი ეს არის მოცემულობა და ამას ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთვითონ ეს პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის წინსვლისთვის. მუდმივად არის მცდელობა, რომ ომი მშვიდობად შემოგვასაღონ, ბოროტება სიკეთედ - დავით მათიკაშვილი საკონსტიტუცი სარჩელის განხილვის შესახებ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი: დემოკრატია, რომელიც ბრძოლისუნარიანობას მოითხოვს, ვალდებულია ქვეყანა დაიცვას დესტრუქციული, ანტიკონსტიტუციური ე.წ. პოლიტიკური ძალებისგან. გვაქვს იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები