პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტი: საქართველო გმირების სამშობლოა, ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის უტყუარი დასტურია

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისაქართველოს პარლამენტისაპატრიარქო

მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანის დღეს განაცხადა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა სახელმწიფოს მორალური ვალია, ხოლო არსებული კონფლიქტების ფონზე მშვიდობა თავისთავადი მოცემულობა არ არის და მუდმივ სიფხიზლეს მოითხოვს.

საქართველოს პრეზიდენტი: საქართველო გმირების სამშობლოა, ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის უტყუარი დასტურია
იმედინიუსი

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა, მათ მიერ სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას დაეთმო.

პრეზიდენტმა მათ ვეტერანის დღე მიულოცა და ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადა.

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა განსაკუთრებული პატივი მიაგო საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და აღნიშნა, რომ მათი თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

„საქართველო გმირების სამშობლოა. ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის უტყუარი დასტურია - ეს არის ისტორია, რომლის ცოცხალი, ღირსეული და განუყოფელი ნაწილიც აქ მყოფი თითოეული თქვენგანია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ვეტერანების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის, მათი ღირსებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

„თქვენი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. ვეტერანებზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალური ვალი და ურყევი პრიორიტეტია. სახელმწიფოს ვალია თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღიურად იგრძნოს სახელმწიფოსგან ჯეროვანი პატივისცემა, თანადგომა და დაფასება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა თანამედროვე მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე ომებისა და კონფლიქტების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობის შენარჩუნებას, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების სიმტკიცესა და საზოგადოებრივ ერთიანობას.

მისი თქმით, ვეტერანების გამოცდილება განსაკუთრებულად წარმოაჩენს მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობას.

„თქვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ მშვიდობა არ არის თავისთავადი მოცემულობა; ის მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, სიმტკიცეს, ძლიერ სახელმწიფოსა და ერის ერთიანობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, საპატრიარქოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრეზიდენტი: გილოცავთ 17 ოქტომბერს - ვეტერანის დღეს, თარიღს, რომელსაც მთელი საქართველო განსაკუთრებული პატივისცემით, სიამაყითა და ღრმა მადლიერებით აღნიშნავს
  2. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი – პატივცემულო ვეტერანებო, თქვენი ერთგულება, უანგარო სამსახური უმაღლესი პატრიოტიზმის გამოვლინებაა, თქვენ ხართ მისაბაძი მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდონ
  3. POSTVსამთავრობოპრეზიდენტი ვეტერანებს: “თქვენი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. ვეტერანებზე ზრუნვა, თქვენი ღირსების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალური ვალი და ურყევი პრიორიტეტია.”
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ ყაველაშვილი - გამოცდილება გვასწავლის, რომ მშვიდობა არ არის თავისთავადი მოცემულობა, ის მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს - საქართველო გმირების სამშობლოა და ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის დასტურია
  5. რუსთავი 2სამთავრობოთავდადება, პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული და ქვეყნის თავისუფლებისთვის გაღებული წვლილი - საქართველო ვეტერანის დღეს აღნიშნავს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი: გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირა. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას და არ დავკარგოთ რწმენა, რომ ქვეყანა გამთლიანდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები