ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი – პატივცემულო ვეტერანებო, თქვენი ერთგულება, უანგარო სამსახური უმაღლესი პატრიოტიზმის გამოვლინებაა, თქვენ ხართ მისაბაძი მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდონ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა სახელმწიფოს მორალური ვალია, მათი თავდადება კი მომავალი თაობებისთვის მისაბაძი მაგალითია.

მიხეილ ყაველაშვილი – პატივცემულო ვეტერანებო, თქვენი ერთგულება, უანგარო სამსახური უმაღლესი პატრიოტიზმის გამოვლინებაა, თქვენ ხართ მისაბაძი მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდონ
მიხეილ ყაველაშვილი – პატივცემულო ვეტერანებო, თქვენი ერთგულება, უანგარო სამსახური უმაღლესი პატრიოტიზმის გამოვლინებაა, თქვენ ხართ მისაბაძი მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდონპირველი არხი

გილოცავთ 17 ოქტომბერს, ვეტერანის დღეს, თარიღს, რომელსაც მთელი საქართველო განსაკუთრებული პატივისცემით, სიამაყითა და ღრმა მადლიერებით აღნიშნავს, ეს არის დღე, როდესაც სრულიად ერი ერთსულოვნად ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სისხლით, თავდადებითა და უტეხი სულით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორია დაწერეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში საპატიო ადგილი უკავიათ გმირებს, რომელთაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს საქართველოს თავისუფლებისთვის.

„საქართველო გმირების სამშობლოა. ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის უტყუარი დასტურია, ეს არის ისტორია, რომლის ცოცხალი, ღირსეული და განუყოფელი ნაწილიც აქ მყოფი თითოეული თქვენგანია. ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში სამარადჟამოდ უკვდავყოფილია და საპატიო ადგილი უკავიათ იმ გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს საქართველოს თავისუფლებისთვის. დიდება და პატივი მათ ხსოვნას, სწორედ მათმა თავგანწირვამ შთაბერა სიცოცხლე ჩვენს სახელმწიფოებრიობას. პატივცემულო ვეტერანებო, თქვენი ერთგულება, სიმამაცე და სამშობლოსადმი უანგარო სამსახური უმაღლესი პატრიოტიზმის გამოვლინებაა. თქვენ ხართ ის მისაბაძი მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ. თქვენი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ვეტერანებზე ზრუნვა, ღირსების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალური ვალი და ურყევი პრიორიტეტია.

„ხელისუფლების ვალდებულებაა, თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღიურად იგრძნოს სახელმწიფოსგან ჯეროვანი პატივისცემა, თანადგომა და დაფასება. დღეს, როდესაც მსოფლიოში განსაკუთრებით რთული და არასტაბილური პერიოდია, როდესაც გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ომები და კონფლიქტები არაერთ კონტინენტზე მძვინვარებს, ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ გესმით მშვიდობისა და თავისუფლების ჭეშმარიტი ფასი. თქვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ მშვიდობა არ არის თავისთავადი მოცემულობა. ის მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, სიმტკიცეს, ძლიერ სახელმწიფოსა და ერის ერთიანობას. ჩვენი ეროვნული სულისკვეთება სწორედ ისტორიულ მეხსიერებასა და თაობათა შორის უწყვეტ კავშირზე დგას. ღრმად მწამს, რომ ქვეყანას, რომელსაც ახსოვს საკუთარი გმირები, აფასებს მათ ღვაწლს და იცავს მათ მემკვიდრეობას, მყარი საძირკველი და ნათელი მომავალი გააჩნია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და მადლობას გიხდით იმ თავდადებისა და ერთგულებისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშე გამოიჩინეთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველო გმირების სამშობლოა. ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის უტყუარი დასტურია, ეს არის ისტორია, რომლის ცოცხალი, ღირსეული და განუყოფელი ნაწილიც აქ მყოფი თითოეული თქვენგანია. ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში სამარადჟამოდ უკვდავყოფილია და საპატიო ადგილი უკავიათ იმ გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს საქართველოს თავისუფლებისთვის. დიდება და პატივი მათ ხსოვნას, სწორედ მათმა თავგანწირვამ შთაბერა სიცოცხლე ჩვენს სახელმწიფოებრიობას. პატივცემულო ვეტერანებო, თქვენი ერთგულება, სიმამაცე და სამშობლოსადმი უანგარო სამსახური უმაღლესი პატრიოტიზმის გამოვლინებაა. თქვენ ხართ ის მისაბაძი მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ. თქვენი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია“
„ხელისუფლების ვალდებულებაა, თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღიურად იგრძნოს სახელმწიფოსგან ჯეროვანი პატივისცემა, თანადგომა და დაფასება. დღეს, როდესაც მსოფლიოში განსაკუთრებით რთული და არასტაბილური პერიოდია, როდესაც გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ომები და კონფლიქტები არაერთ კონტინენტზე მძვინვარებს, ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ გესმით მშვიდობისა და თავისუფლების ჭეშმარიტი ფასი. თქვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ მშვიდობა არ არის თავისთავადი მოცემულობა. ის მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, სიმტკიცეს, ძლიერ სახელმწიფოსა და ერის ერთიანობას. ჩვენი ეროვნული სულისკვეთება სწორედ ისტორიულ მეხსიერებასა და თაობათა შორის უწყვეტ კავშირზე დგას. ღრმად მწამს, რომ ქვეყანას, რომელსაც ახსოვს საკუთარი გმირები, აფასებს მათ ღვაწლს და იცავს მათ მემკვიდრეობას, მყარი საძირკველი და ნათელი მომავალი გააჩნია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და მადლობას გიხდით იმ თავდადებისა და ერთგულებისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშე გამოიჩინეთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრეზიდენტი ვეტერანებს: “თქვენი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. ვეტერანებზე ზრუნვა, თქვენი ღირსების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალური ვალი და ურყევი პრიორიტეტია.”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები