ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი – გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირა, მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას, არ დავკარგოთ რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ ქვეყნის ვალია მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის გამთლიანება.

მიხეილ ყაველაშვილი – გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირა, მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას, არ დავკარგოთ რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება
მიხეილ ყაველაშვილი – გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირა, მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას, არ დავკარგოთ რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდებაპირველი არხი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.

მიხეილ ყაველაშვილმა პატივი მიაგო იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს.

„ჩვენ გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირა. მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას და არ დავკარგოთ რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ დღის ხსოვნა ქვეყანას აკისრებს პასუხისმგებლობას, მშვიდობიანი და თანმიმდევრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკით განაგრძოს საქართველოს გამთლიანებისკენ სვლა, შეინარჩუნოს მშვიდობა და გააძლიეროს სახელმწიფო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თეა ახვლედიანი – პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას და ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული გმირების წინაშეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები