ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - "მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა" მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მონაწილეობენ. მინისტრის მოადგილე ნათია შამათავას თქმით, ფორუმი მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, თუ როგორ გახდეს მუზეუმები უფრო ინტერაქციული და ხელმისაწვდომი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - "მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა" მასპინძლობს
საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - "მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა" მასპინძლობსრუსთავი 2

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - "მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა" მასპინძლობს.

ფორუმის გახსნის ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო.

ფორუმში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ინგლისიდან. ღონისძიების მიზანი სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური წრეების წარმომადგენლების, სამუზეუმო განათლების პრაქტიკოსების, მუზეუმის პროფესიონალების, კურატორების, გიდ-პედაგოგებისა და კულტურის სფეროს მკვლევრების გამოცდილებისა და ინოვაციური პრაქტიკის გასაზიარებლად გაერთიანებაა.

"მუზეუმები არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, არამედ განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი სივრცეა. დღევანდელი ფორუმი სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და იმსჯელონ, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მუზეუმები საზოგადოებისთვის უფრო საინტერესო, ინტერაქციული და ხელმისაწვდომი გახდეს", - აღნიშნა ნათია შამათავამ.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა XXI საუკუნეში მუზეუმების როლისა და ფუნქციების ცვლილებაზე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მისიასთან ერთად, მათი საგანმანათლებლო და სოციალური როლის გაძლიერებასა და ინტერაქციულ სივრცეებად განვითარებაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მუზეუმები არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, არამედ განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი სივრცეა. დღევანდელი ფორუმი სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და იმსჯელონ, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მუზეუმები საზოგადოებისთვის უფრო საინტერესო, ინტერაქციული და ხელმისაწვდომი გახდეს“
ნათია შამათავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - „მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა“ მასპინძლობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები