შალვა პაპუაშვილი: „ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ საქართველოს წინაშე თქვენი ვალი ღირსეულად მოიხადეთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს სამსახურისთვის, სიმტკიცისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც თქვენს შვილებს, შვილიშვილებსა და მთლიანად მომავალ თაობას უტოვებთ“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა დააფასოს ვეტერანების გამოცდილება, იზრუნოს მათ საჭიროებებსა და ოჯახებზე და არ დაივიწყოს სამშობლოს წინაშე მოხდილი ვალი.

“დღეს საქართველო პატივს მოგაგებთ თქვენ – ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში პირადზე. მაღლა სამშობლოს სამსახური დააყენეთ,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდა თაობამ ვეტერანებისგან უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო თავისთავად არ არსებობს. მას ქმნიან და იცავენ ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს არჩევანს აკეთებენ არა საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ.
“როდესაც თქვენზე, ვეტერანებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, პირველ რიგში ბრძოლას, თავდადებასა და სამხედრო სამსახურს ვიხსენებთ. თუმცა თქვენი ღვაწლი ბრძოლის დასრულებასთან ერთად არ დასრულებულა. თქვენთან ერთად რჩება გამოცდილება, თანამებრძოლების ხსოვნა, მეგობრობისა და ერთგულების განსაკუთრებული განცდა და პასუხისმგებლობა, რომელსაც სამშობლოს სამსახური აყალიბებს.
თქვენი თაობების მხრებზე გადაიარა საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესმა პერიოდებმა. თქვენ იბრძოდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. ბევრი თქვენი თანამებრძოლი დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის. მათი სახელებისა და ღვაწლის გახსენება ჩვენი საერთო მოვალეობაა, რადგან ხსოვნა მხოლოდ წარსულის პატივისცემა არ არის. ხსოვნა პასუხისმგებლობაცაა – გავუფრთხილდეთ იმას, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ და რისთვისაც სიცოცხლე გაიღეს.
როდესაც ბრძოლა სრულდება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე არ სრულდება. სახელმწიფომ უნდა დააფასოს თქვენი გამოცდილება, იზრუნოს თქვენს საჭიროებებსა და ოჯახებზე და უზრუნველყოს, რომ არც ერთი თქვენგანი არ დარჩეს განცდით, თითქოს სამშობლოს წინაშე მოხდილი ვალი სახელმწიფომ დაივიწყა.
თქვენ კიდევ ერთი განსაკუთრებული მისია გაქვთ. მომავალ თაობებს შეგიძლიათ გადასცეთ ის, რასაც ვერც ერთი სახელმძღვანელო სრულად ვერ ასწავლის. შეგიძლიათ უამბოთ ახალგაზრდებს, რას ნიშნავს თანამებრძოლის გვერდით დგომა, რთულ წუთებში საკუთარი შიშის დაძლევა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და საკუთარ თავზე უფრო დიდი საქმის მსახურება.
ახალგაზრდა თაობამ თქვენგან უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო თავისთავად არ არსებობს. მას ქმნიან და იცავენ ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს არჩევანს აკეთებენ არა საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ.
თქვენი გამოცდილება ამიტომ არ უნდა დარჩეს მხოლოდ პირად მოგონებად. იგი ჩვენი ეროვნული გამოცდილების ნაწილია. უნდა გადაიქცეს ცოდნად, მეხსიერებად და მაგალითად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მომავალში მოუწევთ საქართველოსთვის პასუხისმგებლობის აღება.
თქვენ ომი საკუთარი თვალით გაქვთ ნანახი და ამიტომ ალბათ ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ნამდვილი ფასი. სწორედ ამიტომ თქვენი ხმა მნიშვნელოვანია მაშინაც, როდესაც ქვეყანას მშვიდობის დაცვა, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა უწევს.
დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი კვლავ ოკუპირებულია და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო კვლავ მძიმე გამოწვევებითაა სავსე, თქვენი გამოცდილება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რამდენად ძნელად მოსაპოვებელია მშვიდობა და რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი სახელმწიფო.
ძვირფასო ვეტერანებო,
თქვენ საქართველოს წინაშე თქვენი ვალი ღირსეულად მოიხადეთ.
მადლობა თითოეულ თქვენგანს სამსახურისთვის, სიმტკიცისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც თქვენს შვილებს, შვილიშვილებსა და მთლიანად მომავალ თაობას უტოვებთ.
მადლობა თქვენს ოჯახებს, რომლებმაც თქვენთან ერთად გაიარეს სამხედრო სამსახურისა და ბრძოლის სიმძიმე და ხშირად თავადაც დიდი ფასი გადაიხადეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, ღირსეულ ცხოვრებას და, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობას, რომლის ფასიც თქვენ ყველაზე კარგად იცით.
გილოცავთ ვეტერანის დღეს.
ღმერთი გფარავდეთ თქვენ!
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„დღეს საქართველო პატივს მოგაგებთ თქვენ – ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში პირადზე. მაღლა სამშობლოს სამსახური დააყენეთ,“
„როდესაც თქვენზე, ვეტერანებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, პირველ რიგში ბრძოლას, თავდადებასა და სამხედრო სამსახურს ვიხსენებთ. თუმცა თქვენი ღვაწლი ბრძოლის დასრულებასთან ერთად არ დასრულებულა. თქვენთან ერთად რჩება გამოცდილება, თანამებრძოლების ხსოვნა, მეგობრობისა და ერთგულების განსაკუთრებული განცდა და პასუხისმგებლობა, რომელსაც სამშობლოს სამსახური აყალიბებს. თქვენი თაობების მხრებზე გადაიარა საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესმა პერიოდებმა. თქვენ იბრძოდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. ბევრი თქვენი თანამებრძოლი დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის. მათი სახელებისა და ღვაწლის გახსენება ჩვენი საერთო მოვალეობაა, რადგან ხსოვნა მხოლოდ წარსულის პატივისცემა არ არის. ხსოვნა პასუხისმგებლობაცაა – გავუფრთხილდეთ იმას, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ და რისთვისაც სიცოცხლე გაიღეს. როდესაც ბრძოლა სრულდება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე არ სრულდება. სახელმწიფომ უნდა დააფასოს თქვენი გამოცდილება, იზრუნოს თქვენს საჭიროებებსა და ოჯახებზე და უზრუნველყოს, რომ არც ერთი თქვენგანი არ დარჩეს განცდით, თითქოს სამშობლოს წინაშე მოხდილი ვალი სახელმწიფომ დაივიწყა. თქვენ კიდევ ერთი განსაკუთრებული მისია გაქვთ. მომავალ თაობებს შეგიძლიათ გადასცეთ ის, რასაც ვერც ერთი სახელმძღვანელო სრულად ვერ ასწავლის. შეგიძლიათ უამბოთ ახალგაზრდებს, რას ნიშნავს თანამებრძოლის გვერდით დგომა, რთულ წუთებში საკუთარი შიშის დაძლევა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და საკუთარ თავზე უფრო დიდი საქმის მსახურება. ახალგაზრდა თაობამ თქვენგან უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო თავისთავად არ არსებობს. მას ქმნიან და იცავენ ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს არჩევანს აკეთებენ არა საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ. თქვენი გამოცდილება ამიტომ არ უნდა დარჩეს მხოლოდ პირად მოგონებად. იგი ჩვენი ეროვნული გამოცდილების ნაწილია. უნდა გადაიქცეს ცოდნად, მეხსიერებად და მაგალითად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მომავალში მოუწევთ საქართველოსთვის პასუხისმგებლობის აღება. თქვენ ომი საკუთარი თვალით გაქვთ ნანახი და ამიტომ ალბათ ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ნამდვილი ფასი. სწორედ ამიტომ თქვენი ხმა მნიშვნელოვანია მაშინაც, როდესაც ქვეყანას მშვიდობის დაცვა, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა უწევს. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი კვლავ ოკუპირებულია და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო კვლავ მძიმე გამოწვევებითაა სავსე, თქვენი გამოცდილება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რამდენად ძნელად მოსაპოვებელია მშვიდობა და რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი სახელმწიფო. ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ საქართველოს წინაშე თქვენი ვალი ღირსეულად მოიხადეთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს სამსახურისთვის, სიმტკიცისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც თქვენს შვილებს, შვილიშვილებსა და მთლიანად მომავალ თაობას უტოვებთ. მადლობა თქვენს ოჯახებს, რომლებმაც თქვენთან ერთად გაიარეს სამხედრო სამსახურისა და ბრძოლის სიმძიმე და ხშირად თავადაც დიდი ფასი გადაიხადეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, ღირსეულ ცხოვრებას და, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობას, რომლის ფასიც თქვენ ყველაზე კარგად იცით. გილოცავთ ვეტერანის დღეს. ღმერთი გფარავდეთ თქვენ! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.